"გაჩუმდი და დაჯექი, სანამ მოვედი და დაგარტყი..." - ტონი ხაბიბის ყოფილ მენეჯერს ემუქრება
ახალი ამბები
1-02-2022, 00:55
UFC-ის მებრძოლი ტონი ფერგიუსონი ხაბიბ ნურმაგომედოვის ყოფილი მენეჯერის, ალი აბდელაზიზის მიერ დაწერილ "ტვიტერის" მიმართვას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, აბდელაზიზმა ტონის მიმართულებით იხუმრა: "ეჭვიანობ, როგორც ყოფილი შეყვარებული, რომელიც მამაკაცს ვერ პოულობს".
"გაჩუმდი და დაჯექი, სანამ მოვედი და დაგარტყი. არააქტუალურად ქცეული მსუქნები უფრო გამაღიზიანებელები არიან, ვიდრე აბეზარი ყოფილები" - პასუხობს მებრძოლი.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
კომენტარები