არანაირი ურთიერთობა აგრესორთან - უკრაინამ თავის სპორტსმენებს რუსებთან სურათის გადაღებაც კი აუკრძალა

არანაირი ურთიერთობა აგრესორთან - უკრაინამ თავის სპორტსმენებს რუსებთან სურათის გადაღებაც კი აუკრძალა

ახალი ამბები
27-01-2022, 01:03



უკრაინის ხელმძღვანელობამ 2022 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც 4 თებერვალს პეკინში აიღებს სტარტს, თავის სპორტსმენებს რუსებთან ურთიერთობა და მათთან სურათის გადაღებაც კი აუკრძალა. ამაზე კომენტარი უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გააკეთა.

"აქ განსაკუთრებულად კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია და ამის მითიითების მიცემა არც იყო საჭირო. ყველა თავისი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყოს და იცოდეს, ვინაა შენი მეგობარი და ვინ - მტერი.

ამიტომ არავითარი ერთობლივი ფოტოები, რუსებთან ძმობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს ქვეყანა აგრესორია, რომელიც შენს ძმებსა და დებს კლავს, იპყრობს შენს მიწებს.

ასეთი რამის პატიება არ შეიძლება", - ციტირებს მარკევიჩს  Meta-ratings.com.ua.

უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა მცველმა არტიომ ფედეცკიმ კი განაცხადა, რომ რუსეთში მოთამაშე უკრაინელ ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდში არ გამოიძახებენ: 

"პეტრაკოვი მათ, რა თქმა უნდა, არ იხმობს. ვიცნობ რა პეტრაკოვს, ეს თემა დახურულია და არც კი განიხილება. რაკიცკი ახლა რუსეთში ასპარეზობს. ასე რომ, ეს საკითხიც დახურულია. იარიკმა თავისი არჩევანი გააკეთა და ეს მისი უფლებაა. მის პოზიციაზე კარგი ფეხბურთელები გვყავს, იგივე ზაბარნი და მატვიენკო".


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно