თოვლის გამო ქუჩაში დარჩენილ მძღოლებს 2000 ევრო გადაეცემათ

თოვლის გამო ქუჩაში დარჩენილ მძღოლებს 2000 ევრო გადაეცემათ

პოლიტიკა
25-01-2022, 22:23



თოვლის გამო ქუჩაში დარჩენილ მძღოლებს 2000 ევრო გადაეცემათ


ბერძნული მედიის მიერ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ატიკის ცენტრალურ გზაზე, ძლიერი თოვლის შედეგად, მაგისტრალზე ჩარჩენილ მძღოლებს, ზარალის ანაზღაურების სახით 2000 ევრო გადაეცემათ. 

როგორც ცნობილია, გუშინ საბერძნეთის დედაქალაქში თოვლის შედეგად, თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით შეიქმნა გადაადგილების პრობლემა. 

თოვლმა განსაკუთრებით შეაფერხა მოძრაობა ატიკის ცენტრალურ გზაზე, სადაც რამდენიმე პუნქტში გადაადგილება სრულიად შეუძლებელი გახდა და მძღოლები გზაზე ჩარჩნენ. მათ დასახსნელად კი ადგილზე საბერძნეთის სამხედრო სამსახური გამოცხადდა. 

მთელი ღამის განმავლობაში, ცდილობდნენ ჯარისკაცები თოვლისგან ხაფანგში მოქცეული მძღოლების დახსნას, რათა მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სახლებში.

გზის გაწმენდის გარდა, ჯარისკაცებმა შუა გზაზე დარჩენილი მოქალაქეები უზრუნველყვეს თბილი პლედებით, საკვებით და სასმელი წყლით.

აღნიშნულ პრობლემასთან გასამკლავებლად ჯარისკაცები მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ. 



კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно