"ასეთია ზაზა გოგას შემთხვევაში..." - NBA-ის კომენტატორმა ქართველებზე ისაუბრა

"ასეთია ზაზა გოგას შემთხვევაში..." - NBA-ის კომენტატორმა ქართველებზე ისაუბრა

ახალი ამბები / კალათბურთი
22-01-2022, 00:53



21 იანვარს, "ინდიანა პეისერსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" 121:117 სძლია.

გოგა ბითაძემ მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩის მიმდინარეობისას მატჩის კომენტატორმა ზაზა ფაჩულიასა და გოგა ბითაძეზე ისაუბრა:

"თამაშამდე ზაზას ვესაუბრე, 2 გზის NBA-ის ჩემპიონს, რომელმაც თქვა, რომ ის და გოგა პატარა ქვეყნიდან არიან- საქართველოდან და როცა ასეთი პატარა ქვეყნის წარმომადგენელს შანსი ეძლევა, ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოს. მან თქვა, რომ 11-12 წლის გოგას თამაშები ჰქონდა ნანახი და ის ყოველთვის

გრძნობდა, რომ მას NBA-სთვის საჭირო უნარები ჰქონდა. ახლა კი ბითაძე აქ არის და 3 წლის წინ პირველ რაუნდში აირჩიეს. ყოველთვის კარგია, როცა გყავს მისაბაძი ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და ასეთია ზაზა გოგას შემთხვევაში".



კომენტარები
შენგელიას 6 ქულა და ცსკა-ს გამარჯვება "ვილერბანთან"
შენგელიას 6 ქულა და ცსკა-ს გამარჯვება...
15-01-2022, 00:48
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно