ფილტვებში წყალი ჩაუდგა და პნევმონია განუვითარდა... რას ამბობდა ლელა კაკულია ვირუსზე.....

ფილტვებში წყალი ჩაუდგა და პნევმონია განუვითარდა... რას ამბობდა ლელა კაკულია ვირუსზე.....

პოლიტიკა
19-01-2022, 22:53



ფილტვებში წყალი ჩაუდგა და პნევმონია განუვითარდა... რას ამბობდა ლელა კაკულია ვირუსზე.....


გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვისაც მისი არ ჯერა კაკულიას მაინც დაუჯერონ, იმასაც ამბობს, რომ მალე ცაგარელიც იგივეს იტყვის.

ჩემი ვისაც არ გჯერათ, კაკულიასი მაინც დაუჯერეთ....

დარწმუნებული ვარ ცაგარელიც მალე იგივეს იტყვის “გაიკეთეთ ამერიკული ვაქცინა” …

ფრთხილად იყავით, გაუფრთხილდით საკუთარ თავს… 

ჯანმრთელობას გისურვებთ …

ლელა კაკულიას ქალიშვილმა ჟურნალ "სარკესთან" ნათელმხილველის ჯანმრთელოსბის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მან კოვიდი გადაიტანა. ამბობს რომ ექიმების წყალობით ახლა უკეთ არის და იმედია დროთა განმავლობაში უფრო გამოკეთდება.

– დედას ფილტვებში წყალი ჩაუდგა და პნევმონია განვითარდა. მედიკამენტების საშუალებით გამოჯანმრთელდა. ჟანგბადის აპარატზეც იყო, რომ ამომშრალიყო ის სითხე, რაც ფილტვებში დაგროვდა. მერე ნევროლოგი მოვიყვანეთ და მისმა დანიშნულმა მედიკამენტებმა დიდი შედეგი გამოიღო. სამწუხაროდ, სისუსტე მაინც დარჩა და იმედია, დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობიდანაც გამოვა.

– იტყვიან, როგორ ვერ იწინასწარმეტყველა, რომ ვირუსი შეხვდებოდაო…

– დედას ნაწინასწარმეტყველები აქვს, რომ ეს იქნება ყველას მოსახდელი ვირუსი. რომც აიცრამ, მაინც შეხვდებათ.

– ქალბატონი ლელა როგორ შეხვდა სიძეს?

– დედა არავის ურთიერთობაში ერევა. არც ჩემი ორი ძმის ამბავში ჩარეულა. ორივე მეორედაა დაოჯახებული. დედა არ აძლევს თავს უფლებას, ჩაერიოს ჩვენს საქმეებში, თუმცა მას ძალიან მოსწონს ჩემი მეუღლე, საკუთარი შვილივით მიიღო.




კომენტარები
ლელა კაკულია ჩვენს მოსახლეობას აფრთხილებს - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ
ლელა კაკულია ჩვენს მოსახლეობას აფრთხილებს - ეს...
8-01-2022, 00:43
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно