„მიშა ციხეში ჩატოვეთ?! ახლა კარგად მომისმინეთ, ქალბატონო ხატია! ეს გაფრთხილებად ან მუქარად მიიღეთ!“ - დეკანოიძეს და ნაცმოძრაობას ემიგრაციიდან ემუქრებიან

„მიშა ციხეში ჩატოვეთ?! ახლა კარგად მომისმინეთ, ქალბატონო ხატია! ეს გაფრთხილებად ან მუქარად მიიღეთ!“ - დეკანოიძეს და ნაცმოძრაობას ემიგრაციიდან ემუქრებიან

პოლიტიკა
16-01-2022, 21:33



„მიშა ციხეში ჩატოვეთ?! ახლა კარგად მომისმინეთ, ქალბატონო ხატია! ეს გაფრთხილებად ან მუქარად მიიღეთ!“ - დეკანოიძეს და ნაცმოძრაობას ემიგრაციიდან ემუქრებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, მაია ბაჩანაშვილი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს, სოციალური ქსელით ენმ-ის ლიდერს, ხატია დეკანოიძეს პასუხობს:

,,როგორ მიხარია, ჩემს მეგობრებს ციხეში არ ვიხილავ” –  ეს სიტყვები ხატია დეკანოიძეს ეკუთვნის… ვიდრე ბოლომდე ჩავიდოდი, სულ მქონდა განცდა, ახლა იტყვის რამეს მიშაზე-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არაფერი! 

ვინაიდან ამოვიდა ყელში ამათი უმსგავსობა და უმოქმედობა, ახლა მე მომისმინეთ კარგად! ქალბატონო ხატია, მე ხომ კარგად მიცნობთ. ერთ დროს თქვენზე უდიდესი წარმოდგენის ვიყავი, რომელსაც ყოველდღიურად უცრუებთ იმედს. საშინლად გაბრაზებული ვარ არა მარტო თქვენზე, არამედ დღევანდელ ენმ-ს ლიდერშიპზე.

თქვენი სტატუსიდან ვგებულობთ, რომ მუშაობას აზრი ჰქონია საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ თურმე ხაზარაძე–ჯაფარიძეები არ დაიჭირეს. კარგად გიმუშავიათ, ყოჩაღ! მაგრამ მიშაზე რა ხდება, ხომ ვერ მეტყვით? 105-ე დღეა, პუტინის ტყვეობაშია. რატომ დუმს ამ საკითხზე პარტია, რატომ არ იწყებთ ბრძოლას მისი ტყვეობიდან დასახსნელად? აა, ჯაფარიძე-ხაზარაძე უფრო მეგობრები არიან ალბათ, ხომ?
საჯაროდ ვდებ პირობას, თუ დაუყოვნებლივ არ დაიწყებთ მოქმედებას და ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დასახსნელად და მას ციხეში ჩატოვებთ 2024 წლის არჩვნებამდე, საბერძნეთიდან ვერც ერთ ხმას მიიღებთ! გინდა, მუქარად მიიღეთ, გინდა - მუქარად, გინდა გაფრთხილებად!

ზუსტად ვიცი, არა მხოლოდ საბერძნეთიდან, სრული ბოიკოტი გექნებათ ემიგრაციიდან და ამაზეც მე ვიზრუნებ!“



კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно