კანავარომ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელობა არ ისურვა

კანავარომ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელობა არ ისურვა

ახალი ამბები / საქართველო
12-01-2022, 01:23



ფაბიო კანავარომ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი განაცხადა, - იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

48 წლის სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ მიიღო, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ გუნდს 24 მარტს დანიშნული რუსეთთან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის სრულფასოვნად მომზადებას მოასწრებდა.

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია მზად იყო მასთან ორწლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა.

კანავარო ადრე "ევერგრანდში", "ალ-ნასრში" და "ტიანცზინში" მუშაობდა, აგრეთვე დროებით ასრულებდა ჩინეთის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობას. ის 2021 წლის სექტემბრის შემდეგ უმუშევარია.


კომენტარები
ფაბიო კანავარომ შესაძლოა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ნაკრები ჩაიბაროს
ფაბიო კანავარომ შესაძლოა ერთ-ერთი ევროპული...
1-01-2022, 20:04
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно