"კრასნოდარი" შოთა არველაძეს არ დაკავშირებია და მწვრთნელად ფარკეს დანიშნავს
ახალი ამბები
12-01-2022, 01:22
გასულ კვირაში გადაყენებული "კრასნოდარის" მწვრთნელის, ვიკტორ გონჩარენკოს ნაცვლად რამდენიმე კანდიდატი და მათ შორის შოთა არველაძე განიხილებოდა, თუმცა თავად არველაძემ განაცხადა, რომ ადრე რუსული კლუბისგან დაინტერესება იყო, ამჯერად კი არ დაკავშირებიან.
Sky Sport-ის ცნობით, "კრასნოდარს" 45 წლის გერმანელი სპეციალისტი დანიელ ფარკე ჩაიბარებს, რომელსაც ორსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
ფარკემ ორჯერ აღაზევა "ნორვიჩი" პრემიერლიგაში, 2021 წლის ნოემბერში კი თანამდებობიდან გადააყენეს.
კომენტარები