7 გაუპატიურებაში ბრალდებული მენდი გირაოთი გაათავისუფლეს
ახალი ამბები / ფეხბურთი
8-01-2022, 01:10
"მანჩესტერ სიტის" 27 წლის მცველი ბენჟამინ მენდი, რომელიც 7 გაუპატიურებაშია ბრალდებული, დღეს გირაოთი გაათავისუფლეს, - იტყობინება "მირორი".
მენდი გასული წლის აგვისტოში დააპატიმრეს, სამჯერ უთხრეს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი, მეოთხე ჯერზე კი ადვოკატების თხოვნა დააკმაყოფილეს.
იანვარში დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო და მინიმუმ იქამდე მენდი სპეციალური ზედამხედველობის ქვეშ სახლში იქნება.
კომენტარები