კაპელო: “არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ხელფასები უნდა შეუმცირდეთ”
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-01-2022, 01:16
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
“აცრაზე უარის თქმა ეგოიზმია. თუ პოლიციელები ვალდებულნი არიან, აიცრან, რატომ არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა ფეხბურთელებმა? არავაქცინირებული ფეხბურთელები ზიანს აყენებენ საზოგადოებას. მათ ხელფასები უნდა შეუმცირდეთ. ვაქცინირებული ადამიანები უფრო ადვილად იტანენ დაავადებას და უფრო სწრაფად ჯანმრთელდებიან”, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.
იტალიის ჩემპიონატში ფეხბურთელებისა და პერსონალის 98 პროცენტი აცრილია, რაც ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კომენტარები