"ბიძინა ივანიშვილის გარეშე არავინ თეთრად არ ღირხართ!" - ვლადიმერ ბედუკაძე
პოლიტიკა
3-01-2022, 20:07
"ბიძინა ივანიშვილის გარეშე არავინ თეთრად არ ღირხართ!" - ვლადიმერ ბედუკაძე
"თქვენო თვითკმაყოფილებავ, თავდაჯერებულობავ, "მმართველნოივერიისანო", ხარობთ სააკაშვილის დაჭერით, მტერი მოიშორეთ? გილოცავთ!
შესანიშნავად ფარავთ ყოველდღიურ საჭირბოროტო, მნიშვნელოვან თემებს, სამი თვეა წარმატებით - "ერთი კაცის თეატრით"!
დატკბით, იცხოვრეთ, ითამაშეთ ადამიანების ბედით, იგრიალეთ, მოასწარით, "ქაფეთ", ბალ-მასკარადებიაწყვეთ, ხელფასები, პრემიები გაიორმაგეთ, სასახლეები იშენეთ, ნათესავები დაასაქმეთ, ავტოპარკი განაახლეთ, იბოტოქსეთ...
ეკონომიკური სიდუხჭირე, ხალხის გაღატაკება, თქვენი უგუნურობა-უსუსურება პუტინს აბრალეთ...
ყელმოღერებულ - გაბღენძილმა, იდიოტებმა სისულელეები აბრეხვეთ, აგრძელეთ დემაგოგიური როშვა, "საქართველოს წინსვლის" რეიტინგების ქაღალდების ფრიალით...
მეტად ერწმუნეთ სტაჟიან "ექსპერტ-გამპრავებლებს", რომ ძალიან მყარად ზიხართტახტრევანზე და ვერავინ შეარყევს თქვენს სიძლიერეს, ჩარჩით მარადიულ ნირვანაში, უძახეთ საკუთარ თავებს, რომ მარადიულები ხართ!
თქვენ, მართლა უმადუროღორებო, თანამდებობასთან ერთად ადამიანის სახესაც რომ კარგავთ და ერთი კაცის ბიძინა ივანიშვილის გარეშე არავინ თეთრად არ ღირხართ!
რატომ ხართ ვარლამიზმის სენით დაავადებულები, რომლის ძლიერი მხარე, "ნიჭი" - "მოყვრის მტრად ქცევა" იყო?
კარგია, რომ არა თუ, ამქვეყნიური დიდება, თანამდებობა, ოქრო-ვერცხლი, ცხოვრებაც არაა მარადიული, როგორც თქვენ ფიქრობთ და წარმოგიდგენიათ.
მდინარის პირას ჯდომა და ლოდინი დამღლელია, არც ვაპირებ - ბევრი თქვენნაირი მოუნელებია ამ ქვეყანას!" - წერს ვლადიმერ ბედუკაძე.
კომენტარები