შუქნიშნებთან რომ მოზრდილი ბავშვები დგანან, იმათ შესთავაზა ახლობელმა, აქ ხურდების გროვებას.... წამოდით, ცოტა ეზო დამიბარეთ და 150 ლარს მოგცემთო
პოლიტიკა
2-01-2022, 21:15
შუქნიშნებთან რომ მოზრდილი ბავშვები დგანან, იმათ შესთავაზა ახლობელმა, აქ ხურდების გროვებას.... წამოდით, ცოტა ეზო დამიბარეთ და 150 ლარს მოგცემთო
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ნატალია ქუთათელაძემ დაწერა, რომ უნდა ხალხი, რომელიც იმუშავებს გუდაურში სასტუმროში, მაგრამ ვერ პოულობს, უფრო კონკრეტულად კი: "ძვირფასო მეგობრებო,
თვეზე მეტია ვეძებთ გუდაურის სასტუმროსთვის შესაბამის თანამშრომლებს, ბარმენს ორ ოფიციანტს და შეფ მზარეულს.
ანაზღაურება დღევანდელ პირობებში ძალიან კარგია.
ყველა პლატფორმაზე სადაც შესაძლებელი იყო გავაკეთეთ განაცხადი.
ერთი რამე მაინტერესებს, ამდენი გაჭირვების, უმუშევრობის, წუწუნის და მუდამ უკმაყოფილების ჟამს, ნუთუ არავის არ უნდა მუშაობა????
ეს რა საოცარი ქვეყანაა გაგიჟება შეიძლება რა...
ალო ალო გამოფხიზლდით ცოტა და მუდამ ვიღაცის გადმოგდებულს ნუ ელოდებით"
პოსტის კომენტარებში მომღერალი თამარ ივერი უკომენტარებს ასეთ რაღაცას: "გეთანხმები!! შუქნიშნებთან რომ მოზრდილი ბავშვები დგანან....იმათ შესთავაზა ახლობელმა,აქ ხურდების გროვებას....წამოდით,ცოტა ეზო დამიბარეთ და 150 ლარს მოგცემთო და არ წაყვნენ,რად გვინდა შენი 150ლ,აქ უფრო მეტს ვაკეთებთო.
სხვათაშორის ბარმენი ახლობელი მყავს.შესანიშნავი ბიჭია.დაველაპარაკები და პირადში მოგწერ"
კომენტარები