"სააკაშვილის ამ "აღიარებაზე" დასკვნები თავად საზოგადოებამ გააკეთოს"– ზაალ ანჯაფარიძე
პოლიტიკა
31-12-2021, 21:31
"სააკაშვილის ამ "აღიარებაზე" დასკვნები თავად საზოგადოებამ გააკეთოს"– ზაალ ანჯაფარიძე
"სააკაშვილის ამ "აღიარებაზე" დასკვნები თავად საზოგადოებამ გააკეთოს,"– ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ყოფილი პრეზიდენტის მიმართვას, სადაც ის "მთავარი არხის საკონცერტო ეთერში მისი უმცროსი ქალიშვილის მონაწილეობაზე საუბრობს.
"ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრება და სივრცე ხელშეუხებელია, მაგრამ როდესაც ქვეყნის ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, სხვასთან ერთად მორალურ კრიტერიუმებთან არ უნდა იყო მწყრალად. სააკაშვილის ამ "აღიარებაზე" დასკვნები თავად საზოგადოებამ გააკეთოს,
" – წერს ზაალ ანჯაფარიძე. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" საახალწლო ეთერში მომღერალ სოფო ნიჟარაძისა და მისი შვილის ელის მარის სააკაშვილის დებიუტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წლევანდელი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია.
კომენტარები