ამ წუთებში ცნობილი ხდება რა იყო თამარ ბაჩალიაშვილის მეორე სამსახური

ამ წუთებში ცნობილი ხდება რა იყო თამარ ბაჩალიაშვილის მეორე სამსახური

პოლიტიკა
22-07-2020, 21:53



როგორც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის
LinkedIn-ის პროფილიდან ირკვევა, გარდა ZAG-
ისა, ის კომპანია SpryFlash-ისთვისაც მუშაობდა -
ამის შესახებ ინფორმაციას „ტაბულა“
ავრცელებს.
თამარ ბაჩალიაშვილს მითითებული ჰქონდა,
რომ SpryFlash-ში 2019 წლის ოქტომბრიდან
მუშაობდა დეველოპერად.
SpryFlash ავსტრიული კომპანიაა, რომელიც
ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურის, ZAG-ის
მსგავსად პროგრამურ უზრუნველყოფაზე (IT)
მუშაობს კომპანიის ოფისი ავსტრიაში, ქალაქ
ჰალაინშია. არ იძებნება ინფორმაცია SpryFlash-
ის ქართული ოფისის შესახებ. სავარაუდოდ,
ბაჩალიაშვილი აქაც ე.წ. აუთსორსინგის
სისტემით მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ
ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ
ავტომანქანაში გარდაცვლილი
იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ
დროისთვის უცნობია.
ოჯახის ინფორმაციით, 23 წლის თამარ
ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალადან შაბათს, 18
ივლისს გავიდა.
მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ
მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს,
მაგრამ სამდღიანი სამძებრო სამუშაოების
მიუხედავად, ავტომობილს და ქალს ვერ მიაგნეს.

კომენტარები
დიდი სკანდალი-თამარ ბაჩალიაშვილის სამსახური: კომპანიასთან კავშირში რამდენიმე მაღალჩინოსანის გვარი იკვეთება
დიდი სკანდალი-თამარ ბაჩალიაშვილის სამსახური:...
22-07-2020, 20:55
თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს...
22-07-2020, 12:06
თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს...
22-07-2020, 11:51
სამი დღეა შვილს ვეძებ, ის დაიკარგა დამეხმარეთ........"
სამი დღეა შვილს ვეძებ, ის დაიკარგა...
20-07-2020, 21:20
იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე კორონავირუსისგან განიკურნა
იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე...
12-03-2020, 16:49
”ნავი გადაუბრუნდათ, ერთ-ერთი იხრჩობოდა, მეორე კი მის დახმარებას ცდილობდა” – ეს ის ახალგაზრდა ბიჭები არიან, რომლებიც იორზე დაიღუპნენ…
”ნავი გადაუბრუნდათ, ერთ-ერთი იხრჩობოდა, მეორე კი...
1-03-2020, 20:23
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно