შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს

პოლიტიკა
15-07-2020, 21:41



შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე, არჩილ გაგნიძე, საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს.
როგორც მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, გაგნიძეს ამ ექსპერიმენტით იმის გამორიცხვა სურს, რომ „ტოიოტა ქემრის" მგზავრები შაქარაშვილს გაეკიდნენ.
ალექსანდრე კობაიძის თქმით, ისინი არ გაკიდებიან შაქარაშვილს - მხოლოდ „სწრაფი ნაბიჯებით" გაჰყვნენ.
„კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რის საფუძველზეც დადასტურდება, რომ იქ ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება ხუთ წუთს. შეუძლებელია ამ დროში, რა ვერსიაც არსებობს, რომ წყალში ჩაიყვანა ვინმემ ან ჩაიყვანა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, რეალური იყოს. ვაპირებთ, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი - რამდენად რელევანტურია, რომ ხუთ წუთში სცემდნენ კიდეც და წყალში ჩაიყვანდნენ.
გაგნიძე აღნიშნავს, რომ გაკიდება არ ყოფილა. იყო პირველი გადასვლა სწრაფი ნაბიჯებით. მას შემდეგ გაკიდება არ ყოფილა", - ამბობს კობაიძე.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.
საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ შორის მორაგბე არჩილ გაგნიძეც.
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. გამოძიებას ამის შემდეგ კიდევ ერთი მუხლი დაემატა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თუმცა განზრახ მკვლელობაზე ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.

კომენტარები
გაირკვა რით მოკვდა გიორგი შაქარაშვილი
გაირკვა რით მოკვდა გიორგი შაქარაშვილი...
10-07-2020, 17:26
ცაცია არის ნიკა ჟვანია, ასკანელი ძმებიდან ერთ-ერთის, გოჩა ჩხაიძის ნათლული - ელისო კილაძე
ცაცია არის ნიკა ჟვანია, ასკანელი ძმებიდან...
6-07-2020, 15:25
მოსამართლეები შაქარაშვილის საქმეში მოსყიდულები არიან"
მოსამართლეები შაქარაშვილის საქმეში მოსყიდულები...
29-06-2020, 21:47
სამარცხვინოა, რომ ახალგაზრდა 19-20 წლის სპორტსმენ ბიჭებს კარიერა ენგრევათ - ადვოკატი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების შესახებ
სამარცხვინოა, რომ ახალგაზრდა 19-20 წლის სპორტსმენ...
28-06-2020, 18:29
სკანდალური ინფორმაცია - გიორგის საქმის გამოძიება......არ სურთ?
სკანდალური ინფორმაცია - გიორგის საქმის...
25-06-2020, 21:41
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно