იმავე ღამეს ბინა მომცეს – შემთხვევითი შეხვედრა კალაძესთან, რომელმაც 5 შვილის მამის ცხოვრება შეცვალა

იმავე ღამეს ბინა მომცეს – შემთხვევითი შეხვედრა კალაძესთან, რომელმაც 5 შვილის მამის ცხოვრება შეცვალა

პოლიტიკა
10-07-2020, 00:22



ტაქსის მძღოლი, რომელიც კომპანია „მაქსიმში“ მუშაობს თბილისის მერის, კახა კალაძის ქველმოქმედების შესახებ ყვება.

 

5 შვილის მამის მონათხრობს სოციალურ ქსელში ნინო ქინქლაძე ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„მე ტატო ვარ გელაშვილი, თბილისელი უსახლკარო, 5 შვილის მამა, ტაქსის მძღოლი…. შეჭრილი ვიყავი შენობაში, რომელიც ეკუთვნოდა ეკონომიკის სამინისტროს. რამოდენიმე გაფრთხილების მერე მოვიდა პოლიცია და გამომასახლა.

 

დამრჩა ცოლ-შვილი ქუჩაში… გავმწარდი და ასე გამწარებული წავედი სატაქსაოდ, რა მოვიფიქრო, არ ვიცი…უცებ, ვხედავ, კახი დგას თავის ხალხთან ერთად ქუჩაში, ალბათ უფლის ნება იყო მასთან შეხვედრა…ინერციით ჩამოვედი მანქანიდან და წავედი კახისკენ.. სახე მქონდა ისეთი შეშლილი, რომ გზა არავინ გადამიღობა.

 

მივედი კახისთან და ვუთხარი ჩემი მდგომარეობა, ვუთხარი, რომ იმ ღამეს გასათევიც კი არ მქონდა…
იმ ღამეს, 2 საათზე, მერიისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დახმარებით შემიყვანეს ბინაში ჩემი ცოლით და 5 მცირეწლოვანი შვილით და უკვე წელიწადნახევარია ჩუღურეთის გამგეობა მეხმარება ბინის ქირის გადახდაში.

 

მინდა, მივაწვდინო ჩემი მადლიერების ხმა კახის, ჯიგარ ადამიანს, კაცურ კაცს…ადამიანს, რომელსაც უნდა ენდოს მთელი საქართველო და მიჰყვეს მის მიერ გაკვალულ ბილიკებს.

 

მინდა ვუთხრა უღრმესი მადლობა ჩუღურეთის გამგებელს ზურაბ ჩიკვკლაძეს, რომელმაც ღამე გაათენა იმისათვის, რომ მე და ჩემი ოჯახი ღამე ქუჩაში არ დავეტოვებინეთ!

 

მადლობა ქალბატონ რიმა ბერაძეს, მოქალაქეების კეთილდღეობას გადაყოლილ შესანიშნავ ქალბატონს! „ქართული ოცნება“, ძმა ხარ!“ – წერს ნინო ქინქლაძე, რომელიც სოციალურ ქსელში ავრცელებს ამ ისტორიას.


ავტორი: თამთა თორდია
prime time

კომენტარები
"ღმერთო, ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა გიორგი.......ყველა იტყუება"-ფოტოგრაფი
"ღმერთო, ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა...
25-06-2020, 21:37
სააკაშვილი ბერას:"მოდი ჩემი შვილის ნაქირავებ ბინაში და გაიგე რა არის ჩვეულებრივი ცხოვრება მილიონების გარეშე..."
სააკაშვილი ბერას:"მოდი ჩემი შვილის ნაქირავებ...
10-03-2020, 21:06
ჩემო კარგო ხალხო, ჩემო ემიგრანტებო, ზუსტად 11 წლის წინ დავტოვე ოჯახი... გუშინდელს მოყოლებული ვზივარ და ვტირი, არვიცი რა უნდა ვქნა... ამის შემდეგ ცხოვრება ღირს საერთოდ"
ჩემო კარგო ხალხო, ჩემო ემიგრანტებო, ზუსტად 11...
15-02-2020, 18:34
დედა მეუბნება, რომ ჩემი გათხოვების დრო მოვიდა და აუცილებლად უნდა აღვიდგინო ქალიშვილობა და ისე გავთხოვდე
დედა მეუბნება, რომ ჩემი გათხოვების დრო მოვიდა და...
23-01-2020, 14:13
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно