ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ჩემი ნათესავია - ნინო გიორგობიანი შაქარაშვილის საქმის მოწმეზე

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ჩემი ნათესავია - ნინო გიორგობიანი შაქარაშვილის საქმის მოწმეზე

პოლიტიკა
3-07-2020, 18:47



გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათესავია. ამის შესახებ ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს. 

მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. 

იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი. 

ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რისი გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი. 

არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს", - წერს გიორგობიანი. 


კომენტარები
ფოტოგრაფი:"ბოდიშით, ყველაფერი უნდა ვთქვა, შაქარაშვილი სიკვდილი...."
ფოტოგრაფი:"ბოდიშით, ყველაფერი უნდა ვთქვა,...
3-07-2020, 00:16
ეს 6 წუთი, რომ არა გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი იქნებოდა
ეს 6 წუთი, რომ არა გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი...
2-07-2020, 21:45
სკანდალური ინფორმაცია - გიორგის საქმის გამოძიება......არ სურთ?
სკანდალური ინფორმაცია - გიორგის საქმის...
25-06-2020, 21:41
"ღმერთო, ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა გიორგი.......ყველა იტყუება"-ფოტოგრაფი
"ღმერთო, ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა...
25-06-2020, 21:37
„მაინცდამაინც ქართველები არ ვკეტავთ ტაძრებს. როგორ შეიძლება მიხვიდე და ხატები კოცნო“ -
„მაინცდამაინც ქართველები არ ვკეტავთ ტაძრებს....
16-04-2020, 19:49
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно