პოლიციელი საკუთარ სახლში მოკლეს

პოლიციელი საკუთარ სახლში მოკლეს

პოლიტიკა
1-07-2020, 22:06



პოლიციელი საკუთარ სახლში მოკლეს

წუხელ, საკუთარ სახლში პოლიციელი, დავით სვიანაძე მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ. კვერნაქის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დააკავეს.

Qartli.ge წერდა, რომ შემთხვევა გვიან ღამით ბერუაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა და ის ქირით სვიანაძის სახლში ცხოვრობდა. პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული სვიანაძისგან, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები
შვილი დანით დაჩეხა და გაიქცა... მეორე დღეს პოლიციას ეკითხებოდა - მოვკალიო?" - რატომ მოკლა 49 წლის კაცმა საკუთარი შვილი
შვილი დანით დაჩეხა და გაიქცა... მეორე დღეს...
24-05-2020, 10:59
მღვდელმსახური შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა;
მღვდელმსახური შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის...
27-04-2020, 19:21
ქუთაისში ავტობუსში მგზავრმა მძღოლი მოკლა
ქუთაისში ავტობუსში მგზავრმა მძღოლი მოკლა...
21-03-2020, 20:03
ეს ის კაცია, რომელმაც ცოლი განქორწინების დროს, საჯარო რეესტრში მოკლა
ეს ის კაცია, რომელმაც ცოლი განქორწინების დროს,...
18-02-2020, 19:02
მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგო მოიტაცა
მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქორწინების...
15-02-2020, 18:51
შიდა ქართლში ბიჭმა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა - დამნაშავე დაკავებულია
შიდა ქართლში ბიჭმა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების...
17-01-2020, 14:49
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно