არჩევნებს ქურდები ჩაატარებენ.. ლავას ოღლის ექსტარდირებისთვის ამზადებენ" - ნიკა გვარამია

არჩევნებს ქურდები ჩაატარებენ.. ლავას ოღლის ექსტარდირებისთვის ამზადებენ" - ნიკა გვარამია

პოლიტიკა
24-06-2020, 20:54



ლავას ოღლი გადმოეცემა საქართველოს, ის იჯდება ამ ქვეყნის ციხეში და იქნება საარჩევნო პროცესების მმართველი ციხიდან, ტელეფონის მეშვეობით, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. 

ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება სწორედ იმ მიზეზით არ უნდა, რომ მას ქუჩაში, კანონიერი ქურდების შეფერხება შეუძლია. 

ლავას ოღლის და მისი მიდგომების, მისი ხელის ბიჭი მოჭიდავეების, ე.წ. ქუჩის ბიჭების, ქუჩის მაკონტროლებელი მიქაძეების ვერაზე, ასეთი მსგავსი ტიპების მოთხოვნაა, რომ რურუა არ უნდა იყოს გარეთ. იმიტომ რომ მას შეუძლია შეაფერხოს ასეთი ადამიანების მოქმედება ქუჩაში. ეს არის ზუსტი ინფორმაცია, - ამბობს გვარამია. 
მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნებს "ქართული ოცნება" წააგებს, რის შემდეგაც ის ძალადობისა და ქუჩის მეშვეობით იმოქმედებს. ამ ძალადობის კურატორი კი სწორედ კანონიერი ქურდი, ლავას ოღლი იქნება. 

გვარამიას განცხადებით, კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი თურქეთის ციხიდან "ქართული ოცნების" მოთხოვნით გამოუშვეს, ახლა მინსკის საპატიმროში იმყოფება და მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი განიხილება. 

ახლა იხილება მისი ექსტრადაციის საკითხი და ეს მოხდება. ეს კაცი სჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი მართავდა გარედან საარჩევნო პროცესებს საქართველოში. ეს კაცი სჭირდებათ იმიტომ, რომ არჩევნები იქნება უმძიმესი. ლავას ოღლი სჭირდებათ ციხეში აქ, საარჩევნო პროცესების სამართავად. ქურდული სამართალი არის სატელეფონო, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 
მისივე განცხადებით, ლავას ოღლი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წაგების შემდეგ, საარჩევნო პროცესში ქვეყნის გარედან იყო ჩართული. გვარამია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესშიც ბოლომდე ჩაერთვება რადგან მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს. 

დღესვე, ნიკა გვარამიამ გიორგი რურუასთან დაკავშირებით ისაუბრა. განაცხადა, რომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე პოლიტიკური პატიმარია და მის მიმართ არსებული ბრალდება სრულად პოლიტიკურია. 
ავტორი: მთავარი არხი

კომენტარები
გვარამია: პუტინო ყველანი ცოცხლები ვართ და დედასაც მოგიტ*ნავთ..
გვარამია: პუტინო ყველანი ცოცხლები ვართ და დედასაც...
16-06-2020, 02:07
ნიკა გვარამია:"მღვდლები ესენი არიან, რომ ჩვენ გვკლავენ კორონავირუსით....."
ნიკა გვარამია:"მღვდლები ესენი არიან, რომ ჩვენ...
21-04-2020, 21:40
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно