1990 წლის მუნდიალის ფინალური მატჩის მსაჯი: ,,მარადონას გაგდება მატჩის დაწყებამდე შემეძლო''

1990 წლის მუნდიალის ფინალური მატჩის მსაჯი: ,,მარადონას გაგდება მატჩის დაწყებამდე შემეძლო''

---
27-04-2020, 14:27



ყოფილმა არბიტრმა, ედგარდო კოდესალმა, რომელმაც 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში იმსაჯა, დიეგო მარადონაზე ისაუბრა:
,,მარადონას გაგდება მატჩის დაწყებამდე შემეძლო. როცა მონსონის გაგდება გადავწყვიტე, დიეგომ ჩემთან მოირბინა და ქურდი მიწოდა.
ვნახე, რა საოცრებებს სჩადიოდა მარადონა მოედანზე და ვიხილე, როგორი გასიებული იყო მისი მუხლი ძლიერი დარტყმებისგან.
როგორც ფეხბურთელი, ის საუკეთესო იყო, მაგრამ, როგორც ადამიანი - უსიამოვნო და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მათ შორის, ვისაც შევხვედრივარ.'' - კოდესალის სიტყვებს Sun-ი ციტირებს.
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა გერმანიასთნ 0-1 დამარცხდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან სამხრეთ ამერიკელთა ორი ფეხბურთელი გააძევა. ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე ბრემემ გაიტანა, რომელმაც თერთმეტმეტრიანით ისარგებლა.

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно