არჩილ თალაკვაძე:"სააკაშვილმა მილიონები მოპარა ქართველ ხალხს და ციხეში უნდა იჯდეს ეს მოღალატა......უკრაინა"

არჩილ თალაკვაძე:"სააკაშვილმა მილიონები მოპარა ქართველ ხალხს და ციხეში უნდა იჯდეს ეს მოღალატა......უკრაინა"

პოლიტიკა
25-04-2020, 21:58



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილება თუ მიიღება, ეს საქართველო-უკრაინას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას ძალიან დააზიანებს.

თალაკვაძის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლის განმავლობაში ჩვენს ხალხს და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღოდა წინ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას, ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართულმა მხარემ კონსულტაციისთვის გამოიწვია საქართველოს ელჩი უკრაინაში, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ თუ ამ კუთხით რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ  მთავარობის წარმომადგენელი ისაუბრებს.
„ელჩის საკითხი ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის პრეროგატივა, შესაბამისად, თუ კი რაიმე გადაწყვეტილება იქნება ამ კუთხით მიღებული, ამას მთავარობის წარმომადგენელი გაცნობებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები
ჩინეთის ელჩი:"ამას ქართველებისგან არ ველოდი, მათთ ჩვენ არაფრად..."
ჩინეთის ელჩი:"ამას ქართველებისგან არ ველოდი, მათთ...
16-04-2020, 16:31
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდებას აანონსებს...
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდებას...
25-02-2020, 20:12
მიშა შენ ჩაჯდები ციხეში მე ამას გპირდები" - ნინო ბურჯანაძე
მიშა შენ ჩაჯდები ციხეში მე ამას გპირდები" - ნინო...
17-02-2020, 20:21
მიხეილ სააკაშვილი: მე ჩამოვალ საქართველოში,. მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში“.
მიხეილ სააკაშვილი: მე ჩამოვალ საქართველოში,. მე...
16-02-2020, 21:43
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно