ინიესტამ "ბარსელონაში" მწვრთნელის რანგში დაბრუნებაზე ისაუბრა

ინიესტამ "ბარსელონაში" მწვრთნელის რანგში დაბრუნებაზე ისაუბრა

პოლიტიკა
21-04-2020, 22:23



ბარსელონას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად იაპონურ "ვისელ კობეში" თამაშობს, Cadena Ser-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, "ბარსაში" მწვრთნელის რანგში დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, ვცდი, მწვრთნელი გავხე. რაც უფრო მეტი დრო გავიდა, ეს იდეაც გაიზარდა. ვგრძნობ, რომ შემიძლია, ჩემი სამომავლო როლი განვსაზღვრო. 
სხვა სცენარში საკუთარი თავის წარმოდგენას აზრი არ აქვს, მაგრამ არ ვმალავ, რომ "ბარსელონაში" დაბრუნების იდეა, როცა ამისთვის მზად ვიქნები, მომწონს.
კარიერის დასრულებას რაც შეეხება, თუ ღმერთ დაუშვებს და არაფერი მოხდება, ვეცდები, ორი წელი კიდევ ვითამაშო", - განაცხადა ინიესტამ.
შეგახსენებთ, რომ ანდრესი იანვარში მისი და ჩავის "ბარსაში" ერთად მუშაობის იდეასაც იწონებდა. ასე რომ, არ გამოვრიცხოთ, ჩავიესტა "ბლაუგრანაში" უკვე მწვრთნელების რანგში ვიხილოთ

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно