პაატა იმნაძე: მოგველის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს

პაატა იმნაძე: მოგველის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს

პოლიტიკა
15-04-2020, 22:57



გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ, ეს თუ არ გავითავისეთ, ცოტახანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, მოგველის ის რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დარჩით სახლში, - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ გააკეთა. პაატა იმნაძის თქმით, თუ მოქალაქეები არ გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, საქართველოში განმეორდება იტალიის სცენარი. 
„დღე მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გვაქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომლესაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველ დღე დღე და ღამეს ათენებდა და მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, რადგან იცოდა, რომ თავის სამშობლოს ემსახურებოდა და თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყაროთ ეს ყველაფერი, არ შეიძლება ასე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, სხვათაშორის, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება, ხომ ხედავთ სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭირო, არათუ გარეთ. ასე ჩვენ ცოტა ხანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ სუყველამ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ, ერთმანეთთანაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გვექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ. მოგველის ის რაც იყო იტალიაში ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დარჩით სახლში ,- განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები
ინფექციონისტი: საქართველოში COVID 19-ით....
ინფექციონისტი: საქართველოში COVID 19-ით.......
8-04-2020, 19:11
საქართველოში მყოფი ირანის მოქალაქეები თავშესაფარს ან 3000 ლარს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველებს.....
საქართველოში მყოფი ირანის მოქალაქეები თავშესაფარს...
4-04-2020, 16:39
არ გცხვენიათ? რატომ მრევთ პოლიტიკაში?"
არ გცხვენიათ? რატომ მრევთ პოლიტიკაში?"...
30-03-2020, 20:02
რატომ იჭერდა პაატა იმნაძეს სააკაშვილი?
რატომ იჭერდა პაატა იმნაძეს სააკაშვილი?...
28-03-2020, 23:59
პაატა იმნაძე.. სიტუაცია უმართავი ხდება, კორონავირუსი არ ჩერდება
პაატა იმნაძე.. სიტუაცია უმართავი ხდება,...
5-03-2020, 21:45
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно