ბიძინა ივანიშვილი: ბოდიშს ვუხდი ყველა ქართველს მე ვერ შევასრულე ის რაც...

ბიძინა ივანიშვილი: ბოდიშს ვუხდი ყველა ქართველს მე ვერ შევასრულე ის რაც...

პოლიტიკა
24-02-2020, 19:22



სამწუხაროა, რომ ვერ შევასრულეთ დაპირება, საზოგადოებისთვის გვაქვს პასუხი გასაცემი იმაზე, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. და ამომრჩეველს შეუძლია დაგვსაჯოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.  „საზოგადოებისთვის პასუხი გვაქვს გასაცემი იმაზე, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. ამისთვის არსებობს არჩევნები. და არჩევნების პროცესი დაწყებულია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  „ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, არ მახსოვს, რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა. ზოგადად, ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, 100-ჯერ და 1000-ჯერ ვზომავ, თუ პირდები, უნდა გააკეთო. სამწუხარო რეალობაა, რაც მოხდა. განვიცდი პირადად, განიცდის გუნდში ყველა, განიცდიან ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. განიცდიან იმას, რომ გუნდმა ვერ შეძლო. განიცდიან ფაქტს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასცა დაპირება. მართალია, ეს იყო ცალმხრივი დაპირება, ეს არ იყო კონტრაქტი არავისთან, მაგრამ ვერ შევძელით შესრულება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები
სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ბატონი ბიძინა თანახმაა...
სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა...
17-02-2020, 10:55
ვის სთხოვა დახმარება ბიძინა ივანიშვილმა – რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ექსპრეზიდენტი
ვის სთხოვა დახმარება ბიძინა ივანიშვილმა – რა...
8-02-2020, 19:59
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно