მიშა შენ ჩაჯდები ციხეში მე ამას გპირდები" - ნინო ბურჯანაძე

მიშა შენ ჩაჯდები ციხეში მე ამას გპირდები" - ნინო ბურჯანაძე

პოლიტიკა
17-02-2020, 20:21



ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი საქართველოში დაბრინებას გეგმავს.
ბურჯანაძის თქმით, "სააკაშვილი ძალიან მარჯვეა, როდესაც ის იმყოფება ისეთ ადგილზე, სადაც მას საფრთხე არ ემუქრება". მისი განცხადებები კი "მიმართულია იმისკენ, რომ თავისი დარჩენილი მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთოს".
,,რაც შეეხება განცხადებას ჩემს დაჭერა არ დაჭერასთან დაკავშირებით, მინდა სააკაშვილს ვუთხრა: ჩემ დაჭერას, 26 მაისს , ვაჟკაცობა უნდოდა . ის ვაჟკაცობა, რომელიც შენ არასოდეს არ გაგაჩნდა და არც ახლა გაქვს! ძალიან კარგად მახსოვს ყველა კრიზისული ვითარება, როდესაც მიხეილ სააკშვილი, დედის კალთას რომ ამოეფარება პატარა ბავშვი, ისე იყო ხოლმე ჩემს კალთას ამოფარებული. როცა მე , აღარ ვყავდი, გორში თოხნა კიდეც ცხვირით მიწა.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილს მიმართა :
,,შენ, არ გაქვს იმის ვაჟკაცობა, რომ საქართველოში ჩამოხვიდე, მაგრამ თუ გაბედავ და ჩამოხვალ, დიახ, ამჯერად ნამდვილად - მე და ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისს, ვიდექით შეუდრეკლად და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი - დაგხვდებით და წაგიყვანთ იქ, სადაც არის შენი ადიგილი. დიახ, შენ ჩაჯდები ციხეში თუ გაბედავ და საქართველოში ჩამოხვალ და მოგიჯდებიან გვერდით ის ადამიანები, ვინც შენთან ერთად ჩადიოდნენ დანაშაულს და ამას, მე, აუცილებლად ვუზრუნველვყოფ. ამას გპირდები! ახლა, შეგიძლია , ბილეთი იყიდო და ჩამოსვლა დაგეგმო. ჩვენ, ჩვენსას შევასრულებთ. შენგან განსხვავებით, ჩვენ, ჩვენს სიტყვას ყოველთვის ვასრულებთ და არც არავისი გვეშინია და არც არავის კალთის უკან არ ვიმალებით.“
,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში სააკაშვილის და მისი დამნაშავე თანაგუნდელების დასაჭერად, ნამდვილად ეყოფა ვაჟკაცობაც, კომპეტენციაც, პოლიტიკური ნებაც და ქვეყანას მოაშორებს იმ ჭირს, რასაც სააკაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობა“ ქვია და ,,ქართული ოცნებასავით“ კოჰაბიტაციით არ იქნება დაკავებული.
,,ამას ვპირდები საქართველოს მოსახლეობას!“- განაცხადა ნიინო ბურჯანაძემ .

კომენტარები
მიხეილ სააკაშვილი: მე ჩამოვალ საქართველოში,. მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში“.
მიხეილ სააკაშვილი: მე ჩამოვალ საქართველოში,. მე...
16-02-2020, 21:43
ვის სთხოვა დახმარება ბიძინა ივანიშვილმა – რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ექსპრეზიდენტი
ვის სთხოვა დახმარება ბიძინა ივანიშვილმა – რა...
8-02-2020, 19:59
ბურჯანაძე: პუტინი არ არის საქართველოს მტერი"
ბურჯანაძე: პუტინი არ არის საქართველოს მტერი"...
7-02-2020, 20:09
ლოგინში მიხეილ სააკაშვილთან”
ლოგინში მიხეილ სააკაშვილთან”...
19-01-2020, 01:28
"პუტინს საქართველო არც ერთხელ არ მოუტყუებია, არც 2008 წელს" - ნინო ბურჯანაძე
"პუტინს საქართველო არც ერთხელ არ მოუტყუებია, არც...
11-01-2020, 18:27
ვის სთხოვა დახმარება ბიძინა ივანიშვილმა – რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ექსპრეზიდენტი
ვის სთხოვა დახმარება ბიძინა ივანიშვილმა – რა...
6-12-2019, 22:25
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно