"ანიტა მეუბნებოდა, რომ ჩვენთან  დარჩენა და სიცოცხლე უნდოდა"-ანიტას დედის კომენტარი

"ანიტა მეუბნებოდა, რომ ჩვენთან დარჩენა და სიცოცხლე უნდოდა"-ანიტას დედის კომენტარი

პოლიტიკა
16-02-2020, 20:49



ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე შვილის დაკრძალვიდან მესამე დღეს სოციალურ ქსელში ძალზედ ემოციურ ეპოსტს აქვეყნებს. მარიკო შვილის სახელით სიკეთის და ქველმოქმედების კეთებას იწყებს. და მადლობას უხდის ყველას თანადგომისთვის.

მარიკო სადრაძე: – გამარჯობა, მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! მაპატიეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა. დავმარცხდით ამ ბრძოლაში მე და ანიტა. იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი მასაც არ უნდოდა წასვლა. ბოლო წუთამდე მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ და ჩემთან უნდა.

მე ვგრძნობ, რომ ანიტა აქ არის. მუდმივად ჩემ გვერდითაა. ჩემზე წერთ ძლიერიაო, მაგრამ დამიჯერეთ ეს ძალა თქვენ მაპოვნინეთ. თქვენ დამაჯერეთ, რომ ჩემი გოგო განსაკუთრებულია და მეც ვალდებული ვარ ვიყო ღირსეული დედა მისთვის, ვიყო ისეთი, როგორსაც ჩვენი ანიტა იმსახურებს. მინდა მისი დაწყებული კეთილი საქმეები გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ. ის ძალიან კეთილია.

არ უნდოდა სხვა ბავშვის გული, არ წაიღო ჩემმა კეთილმა ადამიანმა. დედამისი ნატრობდა მის გადასარჩენად სხვის გულს, მაგრამ ანიტამ არ გააკეთა ეს. თავისი ნამცეცა გული აირჩია და ისე წავიდა. მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს… სიკეთეები მისი სახელით არ დასრულდეს, და ღმერთს ვთხოვ მომცეს ამის ძალა. არ შეიძლება ასე ხშირად ირღვეოდეს ბუნების კანონზომიერება, არ უნდა დავუშვათ, რომ დედები აცილებდნენ შვილებს და არა პირიქით… მიყვარხართ ანიტელებო და თქვენ მაძლიერებთ…

ორი წლის ანიტა ფაცაცია დილატაციური კარდიომიოპათიის (გულის უკმარისობა) დიაგნოზით სამი თვის წინ სამკურნალოდ ჯერ ავსტრიაში ჩაიყვანეს. გოგონას გულის ტრანსპლანტაცია ესაჭიროვებოდა. ბავშვს ამ ოპერაციაზე ავსტრიის შემდეგ იტალიის და ბელარუსის კლინიკებმა უარი უთხრეს. დეკემბერში გოგონა ინდოეთში გადააფრინეს და ქალაქ ჩენაიში გადიოდა მკურნალობას. ანიტას პნევმონია განუვითარდა.

ინდოელმა ქირურგმა სასწრაფოდ მიიღო ეკმოს აპარატის ჩანერგვის გადაწყვეტილება. ბავშვის ორგანიზმმა ვერ მიიღო ეკმოს აპარატი და ის მალევე მეორე აპარატით შეუცვალეს. ანიტას ორგანიზმში ფარული სისხლისდენა დაეწყო. იანვრის ბოლოს კი გოგონა გარდაიცვალა. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა…

კომენტარები
„შენი თითები ჩემს სახეზე როგორ მჭირდება დედიკო“ - ანიტას დედა შვილთან თამაშის ვიდეოს აქვეყნებს
„შენი თითები ჩემს სახეზე როგორ მჭირდება დედიკო“ -...
15-02-2020, 12:26
„შენი თითები ჩემს სახეზე როგორ მჭირდება დედიკო“ - ანიტას დედა შვილთან თამაშის ვიდეოს აქვეყნებს
„შენი თითები ჩემს სახეზე როგორ მჭირდება დედიკო“ -...
15-02-2020, 12:26
ანიტას დედიკო:"ჩემი შვილი აღარ არის და მე ცოცხალი ვარ, ეს არის..."
ანიტას დედიკო:"ჩემი შვილი აღარ არის და მე ცოცხალი...
12-02-2020, 13:59
“დუმილით და გულში ვიგლოვოთ ჩვენი ანიტა!” - ინდოეთში პატარა ანიტა გარდაიცვალა
“დუმილით და გულში ვიგლოვოთ ჩვენი ანიტა!” -...
31-01-2020, 01:10
ყველა უარზეა, ყველა კლინიკა - რა მდგომარეობაა დღეს? ვინ დაეხმარება ანიტას ?
ყველა უარზეა, ყველა კლინიკა - რა მდგომარეობაა...
16-12-2019, 22:11
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно