მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგო მოიტაცა

მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც ქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგო მოიტაცა

პოლიტიკა
15-02-2020, 18:51



პოლიციამ არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ. მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა.
სამართალდამცველებმა გ.მ. ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგო კი თავის სახლში დააბრუნეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს  ინფორმაციაში.

კომენტარები
მასწავლებელმა გოგონა ორ მოსწავლესთან სექსის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს
მასწავლებელმა გოგონა ორ მოსწავლესთან სექსის გამო...
23-01-2020, 18:55
შიდა ქართლში ბიჭმა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა - დამნაშავე დაკავებულია
შიდა ქართლში ბიჭმა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების...
17-01-2020, 14:49
მამამ 22 წლის ქალიშვილზე იქორწინა , რის გამოც 4 წელს ციხეში გაატარებს
მამამ 22 წლის ქალიშვილზე იქორწინა , რის გამოც 4...
17-01-2020, 14:37
18 წლის ბიჭი 14 წლის გოგონა გააუპატიურა და.
18 წლის ბიჭი 14 წლის გოგონა გააუპატიურა და....
15-01-2020, 19:57
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно