კრიზისში მყოფი ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება? -"იმდენად ტოქსიკურები არიან, არავინ აღარ მოდის მათთან სამუშაოდ"

კრიზისში მყოფი ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება? -"იმდენად ტოქსიკურები არიან, არავინ აღარ მოდის მათთან სამუშაოდ"

პოლიტიკა
17-01-2020, 16:23



დაბრუნდება თუ არა პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი და რას ნიშნავდა მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადება "დასპოილერებაზე".„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, გახარიას განცხადება იყო ამბივალენტური განცხადება კაცის, რომელიც „ლაფატკაზე“ ზის.
„ფაქტია, რომ გახარიას პრემიერად დანიშვნა ხალხისთვის იყო სილის გაწვნა ივანიშვილის მხრიდან და თუ გახარია წავა, ეს იქნება ხალხის გამარჯვება იმ წნეხზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ამ დამნაშავის პრემიერად დანიშვნის გამო“, - განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება ივანიშვილის პრემიერად შესაძლო დაბრუნებას ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხელისუფლება ერთ წრეზე ტრიალებს:
„შოთაძეს აბრუნებენ და ჩხენკელი დააბრუნეს და თვითონ ივანიშვილი რომ მობრუნდეს, რა მერე?! ამხელა რესურსი აქვს კაცს და ნორმალური, ახალი ადამიანის მოძებნა აღარ შეუძლია. იმდენად ტოქსიკურები არიან, არავინ აღარ მოდის მათთან სამუშაოდ. როგორ შეიძლება ივანიშვილთან ადამიანი სამუშაოდ მივიდეს? ოდნავ თავმოყვარეობა თუ აქვს ადამიანს, როგორ უნდა იმუშავოს ივანიშვილთან? არ ასხივებს „ქართული ოცნება”, რომ ის გრძელვადიანად იქნება. ამ წლის ბოლოს „ქართული ოცნება” აღარ იქნება“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
„ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას“, - განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ. მედია მოსალოდნელ ცვლილებებზე ცდილობდა პასუხის მიღებას.

კომენტარები
ბიძინა ივანიშვილი:"ჩაალაგეთ ბარგი და წადით საქართველოდან, თუ ხელფასები არ...."
ბიძინა ივანიშვილი:"ჩაალაგეთ ბარგი და წადით...
15-12-2019, 17:01
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно