შიდა ქართლში ბიჭმა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა - დამნაშავე დაკავებულია

შიდა ქართლში ბიჭმა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა - დამნაშავე დაკავებულია

პოლიტიკა
17-01-2020, 14:49



შიდა ქართლში ბიჭმა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაუვრცელა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს."შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, ინტერნეტის საშუალებით მისი გამოყენებისა და გავრცელების, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყოფილ მეგობარ ქალს - 2001 წელს დაბადებულ ა.გ.-ს შერიგებას სთხოვდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ.გ.-ს მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, კვლავ სთხოვდა ა.გ.-ს შერიგებას, უარის მიღების შემდეგ კი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში უკანონოდ ატვირთა და გაავრცელა.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
მამამ 22 წლის ქალიშვილზე იქორწინა , რის გამოც 4 წელს ციხეში გაატარებს
მამამ 22 წლის ქალიშვილზე იქორწინა , რის გამოც 4...
17-01-2020, 14:37
18 წლის ბიჭი 14 წლის გოგონა გააუპატიურა და.
18 წლის ბიჭი 14 წლის გოგონა გააუპატიურა და....
15-01-2020, 19:57
""ამ ცხოვრების დედაც" – ეს ლუკას არ დაუწერია და აბრალებთ..მორჩით და გცხვენოდეთ"
""ამ ცხოვრების დედაც" – ეს ლუკას არ დაუწერია და...
18-12-2019, 19:51
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно