სალომე ზურაბიშვილი: რამე არ მოგწონთ? ვარ  საქართველოს  პრეზიდენტი....... სალობიეშიც ვივლი და თავშეყრის სხვა ადგილებშიც"

სალომე ზურაბიშვილი: რამე არ მოგწონთ? ვარ საქართველოს პრეზიდენტი....... სალობიეშიც ვივლი და თავშეყრის სხვა ადგილებშიც"

პოლიტიკა
16-12-2019, 17:18



საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "სალობიეშიც ივლის და სხვა თავშეყრის ადგილებშიც". ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სალობიეში სტუმრობასთან დაკავშირებით, რასაც სოციალურ მედიაში აქტიურად განიხილავდნენ.

"მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. მე დავდივარ ქუჩაში, დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს დიდი დოზით და დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, ეს არის და არა ხუთკაციანი გამოსვლები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ეს ურთიერთობა. სადაც საჭიროა, სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც, ძალიან თავისუფლად. ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად, სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა",
- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

25 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობე „ბიასთან“ მას შემდეგ მივიდა, რაც ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა, ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქ ვახშმობდა. აქციის მონაწილეებმა სალობიეში სიმბოლურად მწნილი მიიტანეს. 

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно