პუტინი ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

პუტინი ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

პოლიტიკა
13-12-2019, 12:21



ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთის წინააღმდეგ 4-წლიანი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამრიგად რუსეთი საერთაშორისო ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობას 4 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს. შესაბამისად რუსეთის ნაკრები 2022 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამას გარდა რუსი სპორტსმენები 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ისაუბრა:

„ნებისმიერი სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური და არა გუნდური. შესაბამისად, უნდა დაისაჯოს ის პირი, რომელიც დამნაშავეა. სასჯელი კოლექტიური არ უნდა იყოს და არ უნდა დაზარალდნენ ის ადამიანები, რომელთაც არაფერი არ ჩაუდენიათ.
ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს არა სპორტის სიწმინდეზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ოლიმპიურ ქმედებებთან საერთო არაფერი არ აქვს.“ - ციტირებს ვლადიმერ პუტინის სიტყვებს Reuters-ი.

კომენტარები
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოში ჩამო.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოში...
9-12-2019, 22:17
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно