ანჩელოტი:„„ლივერპულთან“ მაქსიმუმს გავიღებთ“

ანჩელოტი:„„ლივერპულთან“ მაქსიმუმს გავიღებთ“

ახალი ამბები / ფეხბურთი
14-03-2023, 22:26



კარლო ანჩელოტი „ლივერპულთან“ დაპირისპირების წინ ჟურნალისტებს შეხვდა...

„ჩვენთვის ამოცანა მარტივია. პირველივე წუთებიდან მაქსიმალური ენთუზიაზმით და მოტივაციით უნდა ვიასპარეზოთ. „ლივერპულთან“ თამაში მარტივი არ არის. დიახ, ჩვენ გვაქვს უპირატესობა, მაგრამ საქმეს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც „ენფილდზე. ზუსტად ვიცი, რომ კლოპის გუნდი სიტუაციის გამოსწორებას ეცდება, ჩვენ კი ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.“

„ხანდახან ემოციების შეკავება მარტივი არ არის. სწორედ ასე დამემართა „ჩელსისთან“, როდესაც 1/4 ფინალში ვთამაშობდით და სიტუაცია იცვლებოდა.“ 

„თავი კარგად უნდა დავიცვათ, შეტევაში კი მაქსიმუმი გავიღოთ. შარშან „ჩელსისთან“ მატჩში ბერნაბეუზე განვითარებულ მოვლენებზე არ მისაუბრია, ჩვენ წინ ვიყურებით და კონკრეტული დაპირისპირებებისთვის კონკრეტული გეგმები გვაქვს. გვსურს, ლაღი თამაშის ჩატარება, რომელიც გულშემატკივარს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.“  

„აზარის გამოსვლა? ჩემი პასუხი ცალსახაა, მე ბელგიელს პატივს ვცემ, მაგრამ მის პოზიციაზე ვინისიუსი მყავს, რომელიც გუნდისთვის ძალიან საჭირო ფიგურაა. ედენის გამოცდილება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრს არ ვსაუბრობთ, მაგრამ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს.“

„ვინისიუსის ბოლო ასპარეზობა სამაგალითო იყო. ბრაზილიელმა მოთამაშემ „ესპანიოლთან“ დაპირისპირებაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მჯერა, რომ მომდევნო მატჩებშიც ასე იქნება.“  

„კამავინგა ხელშეუხებელია, ის მადრიდში წლების მანძილზე იასპარეზებს და დიდ პროგრესს აჩვენებს, ფრანგის ასაკი და გამოცდილება აუცილებლად გასათვალისწინებელია. ედუს ჰქონდა შეცდომები, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალი აქვს. ახალგაზრდა მოთამაშემ წინა ტურში საოცარი შთაბეჭდილება დატოვა.“

„ბენზემა 100%-ით მზად არის და მოტივირებულია, „ლივერპულის“ წინააღმდეგ მისი კარგი თამაში მნიშვნელოვანი იქნება.“ 

„კარიმის და დეშამის დაპირისპირება? ვფიქრობ, ეს პირადი საკითხია, რომლის შეფასებაც ჩემი მხრიდან სწორი არ უნდა იყოს. დიდიე ჩემი ფეხბურთელი გახლდათ.“

„ვინისიუსისგან ყოველთვის მეტს ვითხოვ, მან ისტორია უნდა დაწეროს, ისე როგორც დაწერეს ბენზემამ, კარვახალმა, მოდრიჩმა, კროოსმა და სხვებმა. ბრაზილიელი „რეალის“ მომავალია.“  

„კროოსისთვის გასტროენტერიტი დავიწყებულია, მან კუნთის მასაც აღიდგინა და სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენთან ერთად იქნება.“ 

„რაული „რეალის“ მთავარ მწვრთნელად? თუ ეს მოხდება, არ გამიკვირდება. ლეგენდა უკვე წლებია კლუბის სტრუქტურაში მუშაობს და დადგება დრო, როდესაც მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს.“ 

„ბენზემას კრიტიკაზე საუბარი სისულელედ მიმაჩნია, ის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს.“




კომენტარები
ითამაშებს თუ არა ხვალ ლივერპულთან? ბრუნო ფერნანდეში ავარიაში მოჰყვა
ითამაშებს თუ არა ხვალ ლივერპულთან? ბრუნო...
19-04-2022, 10:00
დე ბრუინი: "მატჩის მოსაგებად საკმარისზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით"
დე ბრუინი: "მატჩის მოსაგებად საკმარისზე მეტი...
11-04-2022, 01:01
"ლივერპულის უპირატესობა სიტისთან? ჩვენ 4-5 წელია უკვე ერთად ვთამაშობთ", - სალაჰი
"ლივერპულის უპირატესობა სიტისთან? ჩვენ 4-5 წელია...
10-04-2022, 00:05
"არის ბევრი რამ, რაც ხალხმა არ იცის", - სალაჰმა ლივერპულთან კონტრაქტზე ისაუბრა
"არის ბევრი რამ, რაც ხალხმა არ იცის", - სალაჰმა...
9-04-2022, 00:07
ლუკა მოდრიჩი:„შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშო“
ლუკა მოდრიჩი:„შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი...
8-02-2022, 22:46
ანჩელოტი: ხავის ვერ დავეთანხმები, თანაბარი თამაში იყო
ანჩელოტი: ხავის ვერ დავეთანხმები, თანაბარი თამაში...
14-01-2022, 01:13
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно