დირექტორი კვარაცხელიას აგენტს შეხვდა - დე ლაურენტისის გეგმა მკაფიოა

დირექტორი კვარაცხელიას აგენტს შეხვდა - დე ლაურენტისის გეგმა მკაფიოა

ახალი ამბები / ფეხბურთი
16-02-2023, 15:19



საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ბოლო დღეებში ესპანურმა მედიამ მადრიდის რეალს დაუკავშირა. სწორედ ამ საკითხს შეეხო ცნობილი იტალიური გაზეთი "კორიერე დელო სპორტი", რომელიც წერს, რომ ნაპოლი მშვიდადაა, რადგან კვარაცხელიას გასხვისებას დამდეგ ზაფხულს არ აპირებს.

წყაროს თანახმად, აურელიო დე ლაურენტისს ქართველი გარემარბის შენარჩუნება გადაწყვეტილი აქვს, რის გამოც ფეხბურთელთან კონტრაქტის განახლებისა და მისი პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

"კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ბოლო რამდენიმე თვეში ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელს რამდენჯერმე შეხვდა, რომელსაც განუცხადა, რომ სეზონის ბოლოს ხელფასის მომატება იგეგმება. ამგვარად, ნეაპოლში რეალისა და სხვა კლუბების ინტერესის მიუხედავად, კვარაცხელიას დაკარგვის შიში არ აქვთ.



კომენტარები
„ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით პრეზერვატივს ვინც გაიკეთებს, არ უნდა გამრავლდეს" - რას წერს ნინო ნადირაძე?
„ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით პრეზერვატივს...
30-12-2022, 11:21
კვარაცხელიას შეძენა  მადრიდის „რეალს“ სურს არი სხვა გრანდებიც
კვარაცხელიას შეძენა მადრიდის „რეალს“ სურს არი...
28-11-2022, 13:13
'ფეხბურთელის სიდიადე მოედანზე ჩანს' - ნაპოლის დირექტორი ხვიჩა კვარაცხელიაზე
'ფეხბურთელის სიდიადე მოედანზე ჩანს' - ნაპოლის...
3-05-2022, 00:10
"კვარაცხელიასთვის მოურინიოს რომაც იბრძოდა, თუმცა ხვიჩამ არჩევანი სხვა გუნდზე შეაჩერა" - იტალიური პრესა
"კვარაცხელიასთვის მოურინიოს რომაც იბრძოდა, თუმცა...
10-04-2022, 00:08
მოჯი: "კვარაცხელია ტოპ კლუბში თამაშისთვის მზად არის"
მოჯი: "კვარაცხელია ტოპ კლუბში თამაშისთვის მზად...
6-04-2022, 00:09
თუ ხვიჩა ინგლისში გადავა, ყველა ვინანებთ - რუსული მედია
თუ ხვიჩა ინგლისში გადავა, ყველა ვინანებთ - რუსული...
27-01-2022, 01:04
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно