ჩვენი თანამოქალაქეები “ომის პარტიას” მიჰყავს უკრაინაში — ღარიბაშვილი

ჩვენი თანამოქალაქეები “ომის პარტიას” მიჰყავს უკრაინაში — ღარიბაშვილი

პოლიტიკა
5-12-2022, 14:39



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული 5 ქართველის ოჯახებს მიუსამძირა და ასევე განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები “ომის პარტიას” მიჰყავს. ამის შესახებ მან დღეს, 5 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებისას ისაუბრა:

“პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი, უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ტრაგედია, ასე რომ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.

ვინაიდან მათი უმრავლესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში. აგვისტოს ომი იქნებოდა თუ მანამდე აფხაზეთში და სამაჩაბლოში ომები, ამიტომ, ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული. და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია.

მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ვუყურებთ რა, ბოლო დღეების განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე. ადამიანი გარდაიცვალა, ომში გარდაიცვალა და ამაზე ვიღაც ფარისეველი, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ამაზე ამორალური თუ რაიმე არსებობს…

მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ, და რატომ, ამას კარგად ავხსნი – ომის დაწყების დღიდან უკრაინაში ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებული არის, ეს ჩვენი, სამწუხაროდ თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


5 ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სამძიმარი რამდენიმე დღე არ გაუვრცელებიათ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი ბოლოს 21 მარტს, 3 ქართველის დაღუპვიდან 4 დღის დაგვიანებით გამოხატა.



კომენტარები
გიული ალასანია: "მინდა პირდაპირ ვთქვა ეს ყველაფერი, სანდრა რულოვსი ამას..."
გიული ალასანია: "მინდა პირდაპირ ვთქვა ეს...
11-07-2022, 23:50
“დიდი მწუხარევბით ვუსამძიმრებ ოჯახს, ჩვენი ავტობუსიდან გარდაიცვალა…” – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა
“დიდი მწუხარევბით ვუსამძიმრებ ოჯახს, ჩვენი...
14-04-2022, 21:50
“მინდა ჩვენი მოქალაქეები გავახარო…” – ირაკლი ღარიბაშვილი სასიხარული ინფორმაციას ავრცელებს
“მინდა ჩვენი მოქალაქეები გავახარო…” – ირაკლი...
13-04-2022, 22:15
ძალიან სამწუხარო ამბავი: უკრაინაში  ქართველი დაიღუპა და.......
ძალიან სამწუხარო ამბავი: უკრაინაში ქართველი...
9-04-2022, 21:41
რუსეთს რო სანქციები დავუწესო იგივეა რაც საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?! - პრემიერის არგუმენტები
რუსეთს რო სანქციები დავუწესო იგივეა რაც საკუთარ...
28-02-2022, 18:37
ღარიბაშვილი: გასულ წელს ქვეყანას წინსვლა არ შეუჩერებია არც ერთი წუთით
ღარიბაშვილი: გასულ წელს ქვეყანას წინსვლა არ...
1-01-2022, 18:52
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно