შეხვედრამდე, მიყვარხარ..” – თამარ ბაჩალიაშვილის დედის წერილმა ყველა ატირა
პოლიტიკა
19-06-2022, 21:20
შეხვედრამდე, მიყვარხარ..” – თამარ ბაჩალიაშვილის დედის წერილმა ყველა ატირა
19 ივნისს, თამარ ბაჩალიაშვილი 25 წლის გახდებოდა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს გოგონას დედა, თეონა თამაზაშვილი.
“დე ჩემო პირმშოვ და პირველი სიხარულო, გილოცავ იმიერში 25 წლის იუბილეს, ჩემო ამ წუთისოფლის ამაოებით შეპყრობილების ზვარაკად შეწირულო კრავო.
იმიტომ ვარ ცოცხალი და გაჭედილი ცასა და მიწას შორის, რომ მოვესწრო უფლის სამართალს ურმით მოსიარულეს.
მადლობა უფალს შენი დედობა რომ მარგუნა. მიყვარხარ მარად, შეხვედრამდის,” – წერს თეონა თამაზაშვილი.
კომენტარები