"სააკაშვილი არ არის კარგად, მისი განცხადება კი საზოგადოების შურაწყოფააა..."-ხაინდრავა
პოლიტიკა
18-06-2022, 22:09
ეს უკვე სამედიცინო დიაგნოზის საკითხია. სააკაშვილის თვალებში თუ ჩაიხედავდით, იქ კარგად ჩანს, რა მდგომარეობაშია ეს ადამიანი. ექიმებმაც დაადასტურეს, რომ არ არის კარგად. ეს მე ზურაბ ჟვანიას კაბინეტში ყოფნიდან ვიცოდი, რომ მთლად დალაგებული არ არის. ახლა იმდენად ღრმა ფაზაშია შესული ეს, რომ რასაც მისი ექიმები ლაპარაკობენ, მე არ მინდა, რომ ვინმემ დამაბრალოს მიკერძოება, ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ, დადასტურდა.
ნათლად ჩანდა, რომ ეს კაცი არ არის მაინც და მაინც დალაგებულ ჭკუაზე. ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და ეს პიარია, ის არ არის ამ ქვეყნად.
ისე, კი არის სხვა ქვეყნის წარმომადგენელი და შეიძლება იმდენად იცვალა წარმომავლობა, იმდენად გაუკრაინელდა, რომ უკვე საქართველო საერთოდ აღარ ახსოვს და არც ის, თუ რეები აქვს ჩადენილი. თუმცა, მთელი დანარჩენი მისი გამოსვლა ადასტურებს იმას, რომ ძალიან კარგად ახსოვს და ძალიან კარგად იცის, რა აქვს ჩადენილი. ეს არის ცინიზმი, შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების, ყველა ჩვენგანის და იმ ადამიანებისაც, ვინც დღეს იქ ისტერიკაში ბობღავდა ქუჩაში და მიშა, მიშას ყვიროდა. თუ ღმერთი გაუნათებთ გონებას და მიხვდებიან, რომ როდესღაც ეს უბედურება უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში
ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქრონიკაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას დღევანდელ სასამართლო პროცესზე. სააკაშვილის განცხადებით, არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები, 2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა სამხედროების ამნისტია, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში.
კომენტარები