ღარიბაშვილი ომის პრემიერი!"
პოლიტიკა
12-06-2022, 21:30
ღარიბაშვილი ომის პრემიერი!"
ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"ღარიბაშვილი ომის პრემიერი!
იმ ევროკავშირში შეიტანა განაცხადი, რომელ ევროკავშირსაც, მისივე ინფორმაციით, ომში უნდა ჩვენი ჩათრევა!
ღარიბაშვილი ქვეყნის მტერი - იმ დასავლეთზე ამბობს ეგაა ჩვენი გზა და მაგ გზას ვიმსახურებთო, რომელ დასავლეთსაც ოცნების მომხრეთა უმრავლესობა ლანძღავს!
ღარიბაშვილი ლგბტ აღლუმების პრემიერი - ხომ ამტკიცებთ, რომ ევროკავშირში შესვლა ამის ნიშანია? - კი, ტყუილია, მაგრამ ხომ ასე ამტკიცებთ უმრავლესობის და ღარიბაშვილის მომხრეთა უმრავლესობა?
ღარიბაშვილი დასავლეთში ქვეყნის შემთრევი!
ღარიბაშვილი - ამაოების ბაზარი!
რა გინდათ, ხალხო, ევროკავშირის საელჩოსთან, ღარიბაშვილი და ღარიბაშვილთან უნდა გავაპროტესტოთ ბნელი ევროპა!
იმ ბნელი ევროპის ფულებიც, სხვადასხვა პროგრამების სახელით, მაგასთან და მის გუნდთან მიდის!
ღარიბაშვილი ევროს ხამი!
ევროპული ბრენდების საათებში გაგვცვალა, ხალხო!
იქ შეიტანა განაცხადი და იქ მიგვათრევს, სადაც ჩვენი ომში ჩათრევა უნდათ!
თან ამბობენ, ვიცოდითო, რომ ომში გვითრევდნენო და მაინც შევიტანეთ განაცხადიო!
ფარდას ავხდიო!
და ის ფარდა ვინ ჩამოაფარა, ხალხო?
ვინ შევიდა ბუტკაში?
ვისი ოჯახია კორუმპირებული?
ვის პატრონს ჰყავს ზებრა - არაქართული ცხოველი?
რა უნდა, ხალხო, ზებრას საქართველოში, როცა გვაქვს ჩვენი ჭრელო პეპელა?
ღარიბაშვილი ეკლესიის მტერი, გვატყუებს, ხმებს ყრის, ერთმორწმუნე რუსეთს ვეხმარებიო, ჩვენ დასანახად ჩამორეკა სანქციებგამოქცეულები და მეორე ხელით ევროკავშირში განაცხადი შეიტანა!
ლენინის მავზოლეუმს მასონები როგორ ამჯობინა?
თქვენ კი აქებთ და ადიდებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, თქვენ მისკენ ხართ და ის მეწყერისკენ - ევროკავშირისკენ, მასონებისკენ, გარყვნილებისკენ, ფუფუნების საგნებისკენ!
გამოფხიზლდით, ხალხო!
ძირს მოღალატე, მატყუარა, გარყვნილების მომხრე, მასონების მოტრფიალე, ომის პრემიერი
ურა, ხალხო, არანაირი Ok, ურა დავიძახოთ და ძირს ომის პრემიერი, ურა, ხალხო, ვაშას დაძახებამდე, ურა!", - წერს კეშელავა.
კომენტარები