BREAKING: შეთანხმება მიღწეულია, მბაპე პსჟ-ში რჩება - Le Parisien

BREAKING: შეთანხმება მიღწეულია, მბაპე პსჟ-ში რჩება - Le Parisien

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:16



ფრანგული გამოცემა Le Parisien კილიან მბაპეს მომავალთან დაკავშირებით უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ფრანგული საკმაოდ სანდო გამოცემა იტყობინება, კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.

ფრანგი ფორვარდი პარიზულ გუნდთან კონტრაქტს 2 წლით გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ სტადიაშია და სიტყვიერად, შეთანხმება უკვე მიღწეულია.

როგორც ხსენებული წყარო ამტკიცებს, პარიზული გუნდის ხელმძღვანელობა მბაპეს გუნდში რევოლუციის მოწყობას დაპირდა, რის გამოც ფეხბურთელი დარჩენას დათანხმდა.

ჯერჯერობით, მბაპეს ახალ კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია, თუმცა როგორც ფრანგული პრესა წერს, ფეხბურთელის წარმომადგენელმა „პსჟ-სთან“ ყველაფერი შეათანხა.

გავრცელებული ინფორმაციით, კილიანის ხელფასი წლიურად 50 მილიონი ევრო იქნება, კიდევ 100 მილიონ ევროს კი ის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაში, ბონუსად მიიღებს.


კომენტარები
მბაპემ "პსჟსთან" ახალი კონტრაქტი შეათანხმა! - LE PARISIEN
მბაპემ "პსჟსთან" ახალი კონტრაქტი შეათანხმა! - LE...
6-05-2022, 00:17
მბაპეს დედა: "პსჟ-სთან ან რომელიმე გუნდთან შეთანხმებას უარვყოფთ, კილიანის პრიორიტეტად კვლავ რეალი რჩება, დისკუსიები გრძელდება"
მბაპეს დედა: "პსჟ-სთან ან რომელიმე გუნდთან...
6-05-2022, 00:12
დამღლელი საპნის ოპერა, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება - მბაპეს ტრანსფერის ქრონოლოგია
დამღლელი საპნის ოპერა, რომელიც წელიწადზე მეტია...
5-04-2022, 21:48
მაკრონი და სარკოზი მბაპეს პსჟ-ში დარჩენისკენ მოუწოდებენ, მაგრამ მას გული "რეალისკენ" მიუწევს
მაკრონი და სარკოზი მბაპეს პსჟ-ში დარჩენისკენ...
18-02-2022, 00:54
BILD: მბაპე და რეალი შეთანხმდნენ! ფრანგი კოლოსალურ ხელფასს მიიღებს
BILD: მბაპე და რეალი შეთანხმდნენ! ფრანგი...
8-02-2022, 01:04
'ახლა რეალის დამარცხება მსურს, მერე ვნახოთ' - მბაპე ლიგაზე და საკუთარ მომავალზე
'ახლა რეალის დამარცხება მსურს, მერე ვნახოთ' -...
8-02-2022, 00:58
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно