კავანი: "რონალდუს ტრანსფერი რომ ერთი კვირის წინ დადასტურებულიყო, გუნდიდან წასვლას შევეცდებოდი"

კავანი: "რონალდუს ტრანსფერი რომ ერთი კვირის წინ დადასტურებულიყო, გუნდიდან წასვლას შევეცდებოდი"

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:11



ედინსონ კავანიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვების სურვილი გამოთქვა.
„როგორც კი მანჩესტერმა რონალდუ დაიტოვა, ვიფიქრე, რომ ეს კლუბისთვის კარგი ტრანსფერია. ახლა უკეთ ვერკვევი იმაში, თუ როგორ არის მოწყობილი ფეხბურთი, ამიტომ პირველ რიგში დავურეკე ჩემს ძმას და ვუთხარი: „ფერნანდო, ეს რომ ერთი კვირის წინ მომხდარიყო, ახალი გუნდის მოძიებას გთხოვდი.“
იმიტომ არა, რომ რონალდუსთან თამაში არ მინდოდა, არა. მომეცა შესაძლებლობა ის უკეთ გამეცნო, კრიშტიანუ ნამდვილი პროფესიონალია, რომელსაც აქვს თავისი მიზნები და ეს სპორტსმენისთვის შესანიშნავია. თუმცა ვიცი, როგორ არის ყველაფერი მოწყობილი სადღეისოდ. სიტუაცია კარგად მესმოდა. ეს არ უკავშირდება იმას, რომ შეიძლებოდა გუნდში მნიშვნელოვანი როლი არ შემესრულებინა, უბრალოდ აქ სიტუაცია სხვანაირად არის.
ყველაფერი ძალიან მალე მოხდა, ვერაფერი ვერ ვიგრძენი. ვიფიქრე მხოლოდ ის, რომ ერთად მოგვიწევს თამაში და მაქსიმუმის აღებას შევეცდებით.
ჩემ ძმა დავურეკე და მან მითხრა: „ედი, დადებითი განწყობა შეინარჩუნე და თავის წარმოჩენას შეძლებ.“ მან ბევრი რამ მომიყვა და ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, რომ ყველაფერი შეიძლება გამოსულიყო, თუმცა ვუპასუხე, რომ ვნახოთ, რა გამოვა.
ყველამ ვიცით, რაც გამოვიდა. მაქსიმალურად ვცდილობ გუნდს დავეხმარო, როგორც ეს წინა კლუბებშ იყო. დიახ, ტრავმების პრობლემებმაც შემიშალა ხელი, მაგრამ გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.“ - აღნიშნა ურუგვაელმა.


კომენტარები
"რონალდუს მანჩესტერიდან შესაძლო წასვლის სურვილი? მისი გაგება შეიძლება", - ბერბატოვი
"რონალდუს მანჩესტერიდან შესაძლო წასვლის სურვილი?...
2-05-2022, 22:21
"ჩემ დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო", - რონალდინიომ თანამედროვე და თავისი დროის ფეხბურთი შეადარა
"ჩემ დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო", -...
6-04-2022, 00:05
"მანჩესტერის კრიზისში რონალდუს ბრალი ყველაზე ნაკლებად მიუძღვის", - ინსი
"მანჩესტერის კრიზისში რონალდუს ბრალი ყველაზე...
15-02-2022, 01:15
რონალდუს შვილი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და ისიც 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
რონალდუს შვილი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და...
12-02-2022, 01:10
კავანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს — ფაბრიციო რომანო
კავანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში...
3-02-2022, 00:53
The Athletic: ახალგაზრდა გუნდელებს რონალდუსთან ურთიერთობა უჭირთ
The Athletic: ახალგაზრდა გუნდელებს რონალდუსთან...
23-01-2022, 01:13
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно