პეტერ შმეიხელი: "რეალს" ფინალში თამაშის უფლება არ აქვს

პეტერ შმეიხელი: "რეალს" ფინალში თამაშის უფლება არ აქვს

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:08



"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მეკარე პეტერ შმეიხელმა "ქალაქელების" ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" მარცხზე გააკეთა კომენტარი.

"რეალს" ფინალში თამაშის უფლება არ აქვს. ის ორივე მატჩში მეტოქეზე გაცილებით სუსტი იყო. საპასუხო შეხვედრაში პირველი მომენტი 90-ე წუთზე შექმნა, რომელიც გოლით დასრულდა. მეორე და მესამე მომენტებიდანაც გაიტანა.

"სიტი" სრულად აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ სტადიონი შეიძლება თქვენი მე-12 ფეხბურთელი გახდეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ვინისიუსის მომენტის შემდეგ გულშემატკივრები უბრალოდ ჭკუიდან გადავიდნენ და ეს შთამბეჭდავი იყო.

პირველი მატჩის შემდეგ ვფიქრობდი, რომ "რეალი" შემდეგ ეტაპზე გავიდოდა, თუმცა ძალიან ცუდად თამაშობდა. მხოლოდ
"ჩელსისთან" გამოიყურებოდა კარგად.

არასოდეს არ შეიძლება ამ გუნდის ფეხბურთელებში ეჭვი შეგეპაროს. ამ ტურნირზე გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ სიტუაციაში ადრე იმყოფებოდნენ და მათგან ბევრს ჩემპიონთა ლიგა რამდენიმეჯერ აქვს მოგებული, - ციტირებს პეტერ შმეიხელს CBS Spor-ი.


კომენტარები
რა უთხრა ანჩელოტიმ პერესს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მანჩესტერ სიტის დამარცხების შემდეგ?
რა უთხრა ანჩელოტიმ პერესს ჩემპიონთა ლიგის...
6-05-2022, 00:14
გერმანული მედია: ცვლილებებმა "ჰამბურგი" გამოაცოცხლა
გერმანული მედია: ცვლილებებმა "ჰამბურგი"...
22-02-2022, 01:27
ევრო 2022. საქართველოს ნაკრების უშანსო მარცხი ესპანეთთან და მეოთხედფინალი რუსეთთან
ევრო 2022. საქართველოს ნაკრების უშანსო მარცხი...
30-01-2022, 00:58
"რამოსის მემკვიდრე? ბევრი აქვს სასწავლი", - ანჩელოტიმ თავის შეგირდზე ისაუბრა
"რამოსის მემკვიდრე? ბევრი აქვს სასწავლი", -...
24-01-2022, 00:57
"ბილბაომ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში "რეალს" შეხვდება
"ბილბაომ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა და...
14-01-2022, 01:12
გვარდიოლას კორონავირუსი დაუდასტურდა - სიტიში ინფიცირებულთა რაოდენობამ 21-ს მიაღწია
გვარდიოლას კორონავირუსი დაუდასტურდა - სიტიში...
6-01-2022, 17:18
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно