Transfermarkt-მა ფასები განაახლა - ხვიჩას ღირებულებამ 1 მილიონით დაიკლო

Transfermarkt-მა ფასები განაახლა - ხვიჩას ღირებულებამ 1 მილიონით დაიკლო

ახალი ამბები / ფეხბურთი
5-05-2022, 22:19



გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-მა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა. პირველ ადგილზე კვლავინდებურად ხვიჩა კვარაცხელია იმყოფება, რომელიც 1 მილიონი ევროთი გაიაფდა და მისი ფასი 15 მილიონი ევროა.
მეორე პოზიციას „დინამო ბათუმის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი იკავებს. ეს უკანასკნელი 2 მილიონ ევროდაა შეფასებული, რაც მის წინა ფასზე 500 000-ით ნაკლებია. მესამე აჭარელთა მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი გახლავთ - 1.2 მილიონი ევრო. 20 წლის უკანახაზელის ღირებულებამ 200 000 ევროთი მოიმატა.
„დინამო ბათუმის“ მოთამაშეთა ტრიოს შემდეგ, სოლომონ კვირკველიას ვხედავთ, რომელიც 1 მილიონ ევროდაა შეფასებული. „გაგრას“ მოთამაშის სატრანსფერო ღირებულებამ 500 000-ით დაიკლო, ხუთეულს კი ფლამარიონი ასრულებს. ბრაზილიელის ფასი 800 000-ია და მისი ღირებულება 250 000-ით გაიზარდა.
საინტერესოა, რომ ყველაზე ძვირადღირებული კლუბი „დინამო ბათუმი“ გახლავთ, რომლის ფეხბურთელთა საერთო ფასიც 25.07 მილიონი ევროა. მეორე ადგილს „დინამო თბილისი“ იკავებს - 6.63 მილიონი ევრო, მესამე კი „დილა გორი“ გახლავთ - 4.96 მილიონი ევრო.
ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი


კომენტარები
სრული კოშმარი - როგორ დაეცა აზარის სატრანსფერო ღირებულება
სრული კოშმარი - როგორ დაეცა აზარის სატრანსფერო...
6-04-2022, 00:13
მოკლედ: სასიამოვნო სიახლე ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრობისთვის
მოკლედ: სასიამოვნო სიახლე ბათუმის “დინამოს”...
9-01-2022, 17:21
რა ხდება აზაროვის გარშემო? რატომ იშლება ტრანსფერი?
რა ხდება აზაროვის გარშემო? რატომ იშლება ტრანსფერი?...
5-01-2022, 01:33
რამდენი ათასით მეტი მოსთხოვა “დინამომ” “ტრაბზონს” აზაროვში”?
რამდენი ათასით მეტი მოსთხოვა “დინამომ” “ტრაბზონს”...
5-01-2022, 01:32
განახლებული სატრანსფერო ფასები - ხვიჩა და "ჩაკვე" გაიაფდნენ
განახლებული სატრანსფერო ფასები - ხვიჩა და "ჩაკვე"...
4-01-2022, 00:57
"ტრაბზონსპორი" აზაროვის შეძენას ისევ შეეცდება
"ტრაბზონსპორი" აზაროვის შეძენას ისევ შეეცდება...
2-01-2022, 01:06
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно