
ლუკაკუ რეალის რადარზე - ბელგიელი თანახმაა მადრიდში გადავიდეს
ახალი ამბები / ფეხბურთი
5-05-2022, 22:18
ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა, რომელუ ლუკაკუმ შესაძლოა, კარიერა „რეალში“ გააგრძელოს. ესპანური Defensa Central-ის მიხედვით, „სამეფო კლუბი“ ზაფხულში ახალ თავდამსხმელს დაიმატებს და ერთ-ერთი ვარიანტი ბელგიელი ვარსკვლავი გახლავთ.
ლუკაკუს „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვება სურს და მისი გასხვისების წინააღმდეგ არც „არისტოკრატები“ არიან. რომელუმ ლონდონში საკუთარი თავი ვერ იპოვა და დიდი შანსია, ზაფხულში ადგილსამყოფელი გამოიცვალოს, თუმცა მისი გადაბირებით ბევრი კლუბი ნამდვილად არ ინტერესდება.
„რეალი“ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. მადრიდელები მოვლენების განვითარებას ელოდებიან და ალტერნატიულ ვარიანტებზეც ფიქრობენ. ლუკაკუს პოზიციას რაც შეეხება, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში მისი ოცნებაა და რომელუ მადრიდში გადასვლაზე თანახმა გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ლონდონურ კლუბს რომელუ 113 მილიონი ევრო დაუჯდა. გასული ზაფხულიდან დღემდე, ლუკაკუმ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 40-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები