
რეალი გამოეთიშა - ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლა პრაქტიკულად დასრულებულია
ახალი ამბები / ფეხბურთი
3-05-2022, 12:02
ესპანელი ჟურნალისტის, რამონ ალვარესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი" ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
„ბორუსია დორტმუნდის" ნორვეგიელი ფორვარდის ტრანსფერი „მანჩესტერ სიტიში" უბრალოდ გარდაუვალია - ეს ვარაუდი მას შემდეგ უფრო გამყარდა, რაც „ქალაქელების" მთავარი კონკურენტი, მადრიდის „რეალი" ბრძოლას გამოეთიშა.
მადრიდელებისთვის ჰოლანდის ტრანსფერის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობა აღმოჩნდა, რომელმაც თავი ყველაზე მეტად ამ სეზონში იჩინა.
გარდა ამისა, ფლორენტინო პერესი აქტიურად მუშაობს თავისუფალი აგენტის სტატუსით ანტონიო რუდიგერის და კილიან მბაპეს დამატებაზე, რაც ფურცელზე უფასო ტრანსფერია, მაგრამ ორივე ფეხბურთელს და განსაკუთრებით ფრანგ სუპერვარსკვლავს დიდი ბონუსი და მაღალი ხელფასი სურთ, რაც „რეალისთვის" ჰოლანდისნაირი ძვირი ტრანსფერის შესაძლებლობას არ უტოვებს.
შესაბამისად, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან ჰოლანდი მამის კვალს გაჰყვება და „სიტის" მაისურს მოირგებს.
კომენტარები