3-05-2022, 12:01
„მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მინიმალურ შანსს ინარჩუნებს.
პრემიერ ლიგის 35-ე ტურში მანკუნიანელებმა „ბრენტფორდი" 3:0 გაანადგურეს.
მანჩესტერული გუნდი ამჟამად მე-6 ადგილს იკავებს 36 მატჩის შემდეგ მოპოვებული 58 ქულით.
ამრიგად, „იუნაიტედზე" მაღლა ოთხეულისთვის ბრძოლაში „ტოტენჰემია" (34 მატჩი - 61 ქულა) და „არსენალი" (34 მატჩი - 63 ქულა).
შესაბამისად, „იუნაიტედს" ოთხეულში მყოფ „არსენალზე" 5 ქულით ნაკლები და ორი მატჩით მეტი აქვს - იმისთვის, რომ „მანჩესტერი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ, „მეთოფეებმაც" და „ტოტენჰემმაც" პრაქტიკულად ყველა დარჩენილი მატჩი ვერ უნდა მოიგონ, ან სულაც წააგონ.