3-05-2022, 00:16
მადრიდის „რეალის” თავკაცმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის მოგების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
„ძალიან ბევრი ემოციაა. ჩვენ შევასრულეთ დაკისრებული დავალება. სეზონი შთამბეჭდავი იყო. ფეხბურთელებს მუშაობისთვის და დამოკიდებულებისთვის მადლობა უნდა გადავუხადო. დღეს უნდა ვიზეიმოთ და არა ვილაპარაკოთ.
ყველა ტოპ 5 ლიგის ტიტული სიამაყით მავსებს. შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ეს ნიშნავს, რომ მე კარგი საქმე გავაკეთე. მე ამაყი ვარ. მინდა მადრიდის რეალთან ერთად ტიტულების მოგება გავაგრძელო. ოთხშაბათს შევხვდებით. გულშემატკივრებს ვეუბნები: ოთხშაბათს იგივე ატმოსფერო დაგვჭირდება.
მბაპე? ვფიქრობ, კლუბის მომავალი უკვე დაწერილია. ასეთი პრეზიდენტით როგორიც ჩვენ გვყავს უკვე იწერება მომავალი“.
- ეს იმას ნიშნავს, რომ მბაპე მადრიდის რეალში გადადის?
„მე ეს არ მითქვამს",
- განუცხადა ანჩელოტიმ beIN Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგებიდან ყოველი მათგანის მოგება შეძლო.
„რეალმა“ კი ლა ლიგა ისტორიაში 35-ედ მოიგო