
'ფეხბურთელის სიდიადე მოედანზე ჩანს' - ნაპოლის დირექტორი ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები / ფეხბურთი
3-05-2022, 00:10
ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მოკლე, მაგრამ საკმაოდ ბევრის მთქმელი კომენტარი გააკეთა.
"ფეხბურთელის სიდიადე მოედანზე ჩანს", - თქვა კვარაცხელიას ტრანსფერზე ჯუნტოლიმ DAZN-თან მოკლე ინტერვიუში და შემდეგ განაგრძო: "ვიცით, რომ მიმდინარე სეზონში ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყავით, ამიტომ გული გვწყდება, რომ სკუდეტოსთვის ბოლომდე ვერ ვიბრძოლეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ვიბრძოლებთ ამ სეზონში დარჩენილი მიზნების მისაღწევად, მომდევნო სეზონისთვის კი ვეცდებით, შევქმნათ მაღალი დონის და კონკურენტუნარიანი გუნდი", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი რამდენიმე დღის წინ ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლურ გუნდს ზაფხულში შეუერთდება და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
აქვე გეტყვით, რომ ნაპოლი სერია A-ში სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 70 ქულით მე-3 ადგილზეა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს.
კომენტარები