სკანდალური ინფორმაცია - რუსეთის მომავალი პრეზიდენტი იქნება........

სკანდალური ინფორმაცია - რუსეთის მომავალი პრეზიდენტი იქნება........

პოლიტიკა
9-04-2022, 21:46



სკანდალური ინფორმაცია - რუსეთის მომავალი პრეზიდენტი იქნება........


„ყველა აცნობიერებს, რომ პუტინის პრეზიდენტობა აღარ შეიძლება – ასე ფიქრობს შეიარაღებული ძალების მინისტრიც და ჯარიც…“-ნათქვამია, ქართველი წინასწარმეეტყველის ლელა კაკულიას გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები ძალიან ზუსტად ასახავს დღევანდელობას, ახალი წარმოთქმული არ არის
ეს წინასწარმეტყველება ქალბატონმა ლელამ 2011 წელს ჩაწერა და გამოაქვეყნა კიდეც, მათ შორის, 2014 და 2017 წლებში გამოცემულ წიგნებში „ახალი სიტყვა“.

ახლად წარმოთქმული კი ის გახლავთ, რაც ქალბატონმა ლელამ პირად საუბარში დაგვიდასტურა: გავრცელებული ხმები, რომ ვლადიმირ პუტინსა და სერგეი შოიგუს შორის ახლა ნამდვილად მძაფრი დაპირისპირებაა, აბსოლუტური სიმართლეა.

და იქვე დაამატა: „სამხედროები დაასწრებენ. პრეზიდენტის გარემოცვა მანამ გადადგამს ნაბიჯს, სანამ ის ბრძანებას გასცემს…“

ქვემოთ კი იმ წინასწარმეტყველების ამონარიდებს გაგაცნობთ, რომლითაც ეს პუბლიკაცია დავიწყეთ.

 2011 წელი, 19 ოქტომბერი, დილის 5 საათი

რუსეთში ისევ არეულობაა. ვხედავ, პრეზიდენტის რეიტინგი ნულს უტოლდება. ისინიც კი, ვინც „ეძინაია რასიაშია“ გაერთიანებული, სხვა აზრისანი არიან, ანუ გასაქცევს ეძებენ, [ამჟამინდელ] პრემიერს აბსოლუტურად არ ემხრობიან, პრეზიდენტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ასე რომ, პუტინის პარტია, ვხედავ, დაიშლება. მას მხარს არავინ დაუჭერს. ხალხს იგი აღარ უნდა, განსაკუთრებით კი — საბჭოთა კავშირის თავიდან შექმნა.

ხალხს ნამდვილი დემოკრატია სჭირდება და ნამდვილი სლავური სახელმწიფო, იმიტომ, რომ რუსეთის ტერიტორიები სხვა ეროვნების მქონე ხალხებს აქვთ, ასე ვთქვათ, კულტურულად დაპყრობილი.

მართლმადიდებლობასაც მაგრად ურტყამს მუსლიმური რელიგია, მალე რუსებსაც მოსთხოვენ ფარანჯებით სიარულს.
ვხედავ, თუ სლავებმა მხრები არ ჩამოიბერტყეს და სხვა ქვეყნების პოლიტიკაში არ მორჩნენ ხელების ფათურს, მთლიანად იშლებიან და დიდი რუსეთისგან აღარაფერი რჩება ნოვგოროდის გარდა. ყველა ავტონომია ცალკე სახელმწიფოს ითხოვს. ფრთხილად!!!
მაგრამ პუტინი თავის კვალს ტოვებს და საკმაოდ ღრმასაც. უბრალო ხალხი იჭყლიტება, როგორც ყოველთვის. პუტინი, ვხედავ, რომ წააგებს…

მის წინააღმდეგ ყველა გაილაშქრებს, ერთგული ხალხი უღალატებს, ვინაიდან ყველა აცნობიერებს იმას, რომ მისი ყოფნა პრეზიდენტის პოსტზე აღარ შეიძლება. დიახ, არ შეიძლება!

 ვხედავ, ასე ფიქრობენ ძალოვანი მინისტრები, მათ შორის, შეიარაღებული ძალების მინისტრიც და ჯარიც, რომელიც თითქმის უკვე არ არსებობს. ეს ის ხალხია, ვინც პირველები განუდგებიან <...> ზუსტად აქედან მიიღებს დიდ დარტყმას…

მას ძალიან დიდი წინაღობები ელის. უპირველესად კი ეს ხალხის — რუსი ხალხის უნდობლობაა, რასაც მთელი წამყვანი ელიტის უნდობლობაც ემატება.

ვხედავ, მთელი რუსეთია ამხედრებული. ამ ყველაფერს ზედ დაერთობა არასწორი პოლიტიკა, რომლის გატარებასაც იგი მოინდომებს, თუკი მოასწრო!

 ვხედავ, მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. ეს მისი ახლო გარემოცვაა. მათი მიზანი ერთია: რადაც უნდა დაუჯდეთ, მოიშორონ პრეზიდენტი — თუნდაც სიცოცხლის ფასად. ეს ძალზე სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა შესრულდეს! 

პუტინი გრძნობს, რომ მხარდამჭერები — ძლიერი მხარდამჭერები დაკარგა და ისინი არაფერს კარგს არ მოიმოქმედებენ. და იწყებს ძველ თამაშს: როგორც ახლანდელი პრეზიდენტი მოიყვანა თავისი გარემოცვიდან, იგივე გაიმეოროს და ფიქრობს, მოიყვანოს „კაცი არსაიდან“, ანუ პეტერბურგიდან.

დაიხ, ვიმეორებ ადრე ნაწინასწარმეტყველებს: რუსეთის პრეზიდენტი იქნება პეტერბურგიდან. მე მას „გენერალი“ დავარქვი, უფრო სწორად — „კოჭლი გენერალი“. იგი ძლიერი პიროვნებაა. სხვათა შორის, ბევრი დადებითი თვისება აქვს წინამორბედებთან შედარებით.

მოკლედ, მომავალი ვიცი და ეს ყველაფერი ვიწინასწარმეტყველე კიდეც. მაგრამ, როგორი პოლიტიკური გზაც უნდა გაიაროს დღეს რუსეთმა პუტინთან ერთად, ამ მონაკვეთს ვერავინ ამოჭრის. იწყება ბრძოლები, ინტრიგები და მოკლედ, ყველაფერი ერთად.

რუსეთის ოპოზიცია სუსტია, ხალხი უფრო მძაფრ მოქმედებებს ელის მათგან, რასაც ვერ ღებულობს.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ვხედავ, პეტერბურგელი გენერალი ძალიან რთულ და სახიფათო გადაწყვეტილებებს მიიღებს და მას პუტინის მომხრეებიც მოსთხოვენ ამ პოლიტიკის გატარებას. თუმცა, ვხედავ, რომ „გენერალი“ მათი მოთხოვნის გარეშეც გადადგამდა ამ პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელსაც მთელი რუსეთი დემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებს. ასევე სხვა სახელმწიფოებიც.
ეს ნაბიჯი კი ის არის, რომ ძლევამოსილ [ამჟამინდელ] პრემიერს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს — არც პრეზიდენტობა და არც პრემიერობა!

ეს სენსაციაა? ჩემთვის არა. ყველაფერს აქვს დასასრული, ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. ჰოდა, ახლოსაა [ახლანდელი] პრემიერის ბოლოც… იგი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე დიდი დარტყმაც ვიწინასწარმეტყველე, როცა ის პოლიტიკურ ზენიტში იმყოფებოდა.

<...> ვხედავ მის მიერ მოწყობილ შეკრებებზე დამსწრე პოლიტიკოსებს, სახელმწიფო მოხელეებს, ჟურნალისტებსა თუ ელიტას — ყველას ერთი აზრი აქვს უთქმელად, რომ მან უკვე წააგო და რუსული პოლიტიკიდან უკვე თითქმის წასულია. 

<...> მოკლედ, რუსეთი, რუსი ხალხი, დიდი ცვლილებების წინაშე დგება. თითქოს ახალი, რუსული, ნამდვილი სლავების სახელმწიფო თავიდან იბადება…

მთავარი ისაა, რომ დემოკრატიული, ძლიერი მთავრობის მოსვლა ყველაფერს შეცვლის რუსულ პოლიტიკაში. პირველ რიგში, ეს იქნება საზღვრების დაფიქსირება, რაც დიდ ტვირთს მოხსნის რუსეთს. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს!”,-ნათქვამია, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებაში.



კომენტარები
რუსეთში მოდის ახალი მთავრობა, ახალი ხალხი… მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურას ჩუბაისი წამოსწევს – რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია
რუსეთში მოდის ახალი მთავრობა, ახალი ხალხი…...
24-03-2022, 23:21
იწყება ნამდვილი, პოლიტიკური დიდი ომები, პუტინი ... – ლელა კაკულია
იწყება ნამდვილი, პოლიტიკური დიდი ომები, პუტინი...
22-03-2022, 21:23
„რაც მსოფლიოში მოხდება, საქართველო მართლა გადაურჩება – გადაურჩება განადგურებას!“ – ნახეთ ლელა კაკულიას განცხადება
„რაც მსოფლიოში მოხდება, საქართველო მართლა...
7-03-2022, 22:41
შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა - რუსეთის პრეზიდენტი  პუტინი.....
შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა - რუსეთის...
1-03-2022, 22:22
ათონელი ბერების წინასწარმეტყველება - რა ელის რუსეთსა და უკრაინას?
ათონელი ბერების წინასწარმეტყველება - რა ელის...
25-01-2022, 22:15
ლელა კაკულია ჩვენს მოსახლეობას აფრთხილებს - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ
ლელა კაკულია ჩვენს მოსახლეობას აფრთხილებს - ეს...
8-01-2022, 00:43
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно