პედრის გოლი მამარდაშვილის კარში რიკოშეტად მიიჩნიეს - ობამეიანგს ჰეთ-თრიკი ჩაუთვალეს
ახალი ამბები / ფეხბურთი
21-02-2022, 00:51
ლა ლიგის 25-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ვალენსია" 4:1 დაამარცხა, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. "ბარსას" თვდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა, მაგრამ შემდეგ პედრის გატანილი გოლი მას ჩაუთვალეს და ჰეთ-თრიკი გამოუვიდა. საქმე იმაშია, რომ პედრის დარტყმული ბურთი გაბონელს ზურგში მოხვდა და რიკოშეტით გავიდა კარში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ობამ კომენტარი გააკეთა: "გამარჯვებამ ძალიან გამახარა. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ხუთშაბთს "ნაპოლისთან" რთული დაპირისპირება გველის. ეს გამარჯვება იმის თვითდაჯერებულობას გვმატებს, რომ ისევ მოვიგებთ.
"მესტალიასთან" რომანი მაქვს? დიახ, ბოლოს აქ
2019 წელს "არსენალის" შემადგენლობაში ევროპა ლიგაზე ვითამაშე და სამი გოლი გავიტანე. ასე რომ, ეს სტადიონი ცოტა ჩემი სახლივითაა", - ციტირებს ობამეიანგს "მუნდო დეპორტივო".
კომენტარები