რატომ არ შედგა ობამეიანგი-იკარდის ბარტერი?
ახალი ამბები / ფეხბურთი
15-02-2022, 01:12
Daily Mail-ი ირწმუნება, რომ "არსენალმა" იანვარში უარყო პიერ-ემერიკ ობამეიანგის მაურო იკარდიზე გაცვლის შესაძლებლობა. "პსჟ" "მეთოფეების" ყოფილი კაპიტანით დაინტერესდა და სანაცვლოდ არგენტინელი თავდამსხმელი შესთავაზა.
"არსენალმა" უარყო მათი შეთავაზება, რადგან გუნდს არ სჭირდებოდა იკარდი. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ დუშან ვლაჰოვიჩზე, მაგრამ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოთამაშისგან უარი მიიღეს.
საბოლოოდ მათ ორმხრივი შეთანხმებით გააუქმეს კონტრაქტი ობამეიანგს და ის შეუერთდა "ბარსელონას" სრულიად უფასოდ, ანუ თავისუფალი აგენტის სტატუსით.
რაც შეეხება იკარდის, ის დღემდე "პარი სენ-ჟერმენშია", თუმცა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, უდიდესი ალბათობით ის კვლავ სერია ა-ში დაბრუნდება.
კომენტარები