რონალდუს სახლში არ ვიცხოვრებ", - ვლაჰოვიჩმა გავრცელებული ცნობები უარყო

რონალდუს სახლში არ ვიცხოვრებ", - ვლაჰოვიჩმა გავრცელებული ცნობები უარყო

ახალი ამბები / საქართველო
3-02-2022, 00:52



ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობები უარყო.

აქამდე დაიწერა, რომ "ბებერი ქალბატონის" ახალწვეული იმ სახლში იცხოვრებს, რომელშიც "იუვეს" რიგებში ასპარეზობისას ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ ცხოვრობდა.

"სახლს ვეძებ, მაგრამ ეს კრიშტიანუს სახლი არ იქნება. თავმდაბალი უნდა ვიყო. მოედნის ფარგლებს გარეთ ეს ყველაფერი არ მაინტერესებს. უბრალოდ მინდა ვითამაშო, ყოველდღე უკეთესი გავხდე და გავიმარჯვო".

"მინდა "იუვენტუსს" თბილი დახვედრისთვის მადლობა გადავუხადო, ისევე როგორც ჩემს პირველ მწვრთნელს, რომელმაც "პარტიზანის" პირველ გუნდში მიმიყვანა", - დასძინა 22 წლის სერბმა.

შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" ვლაჰოვიჩი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ფიორენტინადან" 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.


კომენტარები
ვლახოვიჩი "იუვენტუსმა" 70+10 მილიონად შეიძინა
ვლახოვიჩი "იუვენტუსმა" 70+10 მილიონად შეიძინა...
29-01-2022, 01:10
The Athletic: ახალგაზრდა გუნდელებს რონალდუსთან ურთიერთობა უჭირთ
The Athletic: ახალგაზრდა გუნდელებს რონალდუსთან...
23-01-2022, 01:13
დიდი ალბათობით ზაფხულში "ბარსელონა" "იუვენტუსის" მცველით გაძლიერდება
დიდი ალბათობით ზაფხულში "ბარსელონა" "იუვენტუსის"...
22-01-2022, 00:56
დიდი ალბათობით ზაფხულში "ბარსელონა" "იუვენტუსის" მცველით გაძლიერდება
დიდი ალბათობით ზაფხულში "ბარსელონა" "იუვენტუსის"...
22-01-2022, 00:56
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно